მსოფლიო

ილონ მასკმა Twitter-ის დირექტორთა საბჭო დითხოვა და კომპანიის მართვას ერთპიროვნულად გეგმავს

ილონ მასკმა Twitter-ის დირექტორთა საბჭო დითხოვა და კომპანიის მართვას ერთპიროვნულად გეგმავს

ამერიკელმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა, რომელმაც კომპანია Twitter-ის შეძენა დაასრულა, კომპანიის დირექტორთა საბჭო დაითხოვა. ამის შესახებ საუბარია კომპანიის მიერ ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელი კომისიისადმი წარდგენილ ანგარიშში.

ამავე დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ კომპანიის თანადამფუძნებელმა ჯეკ დორსიმ შეინარჩუნა კომპანიის აქციების 2,4% და ახლა ის კომპანიის 18 მილიონ აქციას ფლობს, რომელთა ღირებულება 1 მლრდ დოლარია.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანიის გენერალური დირექტორის პოსტი დატოვა პარაგა აგრავილამ.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მასკმა Twitter-ში სამუშაოდ გაგზავნა Tesla-ს 50 თანამშრომელი. CNBC-ის ცნობით, ახალ თანამშრომლებს შორის არიან პროგრამული უზურნველყოფის, ავტოპილოტის სისტემაზე მომუშავე და უსაფრთხოების პროფილის თანამშრომლები.

ამასთან, ცნობილი ხდება, რომ მასკის გადაწყვეტილებით, ის დროებით ერთპიროვნულად უხელმძღვანელებს Twitter-ს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close