მსოფლიო

The Red Sea-ს 5-მილიარდიანი პროექტი საუდის არაბეთში – როგორი იქნება მეგარეზორტი

The Red Sea-ს 5-მილიარდიანი პროექტი საუდის არაბეთში - როგორი იქნება მეგარეზორტი

დიდი ხანია საუდის არაბეთი მსოფლიოს ახალი მეგა პროეტებით აოცებს, რომელსაც თავისუფლად შეიძლება ეწოდოს ახალი ტექნოლოგიური ერის დასაწყისი დედამიწაზე.

The Red Sea პროექტი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ამბიციური რეგენერაციული პროექტია, რომელიც საკურორტო ბიზნესში ახალ სატანდარტებს ადგენს.

წითელი ზღვის პროექტში წარმოდგენილია მთის კანიონები, მიძინებული ვულკანები და უძველესი მემკვიდრეობის ადგილები, რომელთა მონახულებაც მოგზაურებს შეუძლიათ. გარდა ამისა, მოიაზრება სერვისების უმაღლესი ხარისხი.

ყველაზე ამბიციური პროექტი მსოფლიოში

ჯერჯერობით, The Red Sea Project არის საუდის არაბეთის სამეფოს ყველაზე ამბიციური პროექტი ტურისტული მიმართულებით. ეს არის Saudi Vision 2030 პროგრამის ნაწილი, სტრატეგიული ჩარჩო, რომელიც მიზნად ისახავს შეამციროს საუდის არაბეთის დამოკიდებულება ნავთობზე. ის მდებარეობს ქალაქებს უმლუჯსა და ალ-ვაჯს შორის.

საუდის არაბეთის პრინცმა მოჰამად ბინ სალმანმა პროექტი 2017 წლის ივლისში წარადგინა. კურორტის დასრულების შემდეგ მოსალოდნელია, რომ საუდის არაბეთის მშპ-ს ყოველწლიურად 5,86 მილიარდი დოლარით გაიზრდება.

ადვილი მისახვედრია, თუ რატომ ელოდებიან რიცხვების მილიარდობით ზრდას – წითელი ზღვის პროექტი მოიცავს 28 000 კმ2-ზე მეტ კუნძულებს, პლაჟებს, უდაბნოებს, მთებს და მიძინებულ ვულკანებს.

პროექტის მშენებლობის პირველი ფაზა მალე დასრულდება, რაც 3000-ზე მეტი სასტუმროს აშენებას ითვალისწინებს. დეველოპერების ვარაუდით, კურორტი ყოველწლიურად მილიონზე მეტ ვიზიტორს მოიზიდავს.

პირველი ეტაპი

წითელი ზღვის პროექტის პირველი ეტაპი თითქმის დასრულებულია. კურორტზე უკვე დაახლოებით 10 000 ადამიანია განთავსებული. საბოლოო ჯამში კი მოსალოდნელია, რომ შეიქმნება 70 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი.

ამ მდიდრული პროექტის პირველი ეტაპი მოიცავს რამდენიმე ბრენდისა და სასტუმროს ბორტზე განთავსებას, როგორიცაა Fairmont Hotels & Resorts, Raffles Hotels & Resorts, Grand Hyatt და Intercontinental Hotels & Resorts. მთლიანობაში პორტფელში წარმოდგენილი 3 000 სასტუმროდან, 1 700-ზე მეტი მსოფლიოს ბრენდირებული სასტუმროებია.

მშენებლობა უკვე დაწყებულია, ამიტომ დეველოპერები 2023 წლის დასაწყისისთვის პროექტის სრულად გამოქვეყნებას გეგმავენ.

პროექტის პირველ ფაზაში ასევე უნდა დასრულდეს მდიდრული მარინა, გოლფის მოედანი და საერთაშორისო აეროპორტი. პროექტს სულ ექნება 50 კურორტი 22 კუნძულზე.

ეკოლოგიური გავლენა

Red Sea Project-ის დეველოპერები მზად არიან გახადონ ეს მდიდრული კურორტი მდგრად ტურისტულ მიმართულებად. დეველოპერებს სურთ გააერთიანონ ძვირად ღირებული მოგზაურობა რეგენერაციული ტურიზმის განვითარებასთან, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ პროექტი უარყოფითად არ იმოქმედებს გარემოზე.

კურორტი მოწოდებულია დაიცვას, შეინარჩუნოს და გააძლიეროს მის გარშემო არსებული ბუნებრივი გარემო.

აქედან გამომდინარე, შემუშავებულია და დაცულია რამდენიმე პოლიტიკა, კერძოდ:

1.) არ შეიძლება იყოს ნარჩენების ნაგავსაყრელი

2.) ზღვაში ნარჩენების ჩაშვება არ მოხდება;

3.) აკრძალული იქნება პლასტმასის გამოყენებს

4.) კურორტი იმუშავებს 100% -იანი ნახშირბადის ნეიტრალიტეტის მისაღწევად.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close