ეკონომიკა

საქართველოდან მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ექსპორტი რეკორდულ მაჩვენებელზეა – სად გადის ცოცხალი ცხოველი

საქართველოდან მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ექსპორტი რეკორდულ მაჩვენებელზეა - სად გადის ცოცხალი ცხოველი

საქართველოდან ცოცხალი მსხვილფეხა პირუქტვის ექსპორტი რეკორდულ მაჩვენებელზეა. საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-სექტემბერში ქვეყანამ საქონლის ადგილობრივი ექსპორტიდან 30,672 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, ეს კი არა თუ გასული წლის ანალოგიურ პერიოდს, არამედ ბოლო 13 წლის მონაცემებს აღემატება. 2009 წლის 9 თვეში ქვეყნიდან 12,408 მლნ დოლარის ღირებულების ცოცხალი პირუქტყვი გაიყვანეს, 2021 წელს კი 20,066 მლნ დოლარის.

რაც შეეხება საექპორტო ქვეყნებს, წლების განმავლობაში ქართული პირუქტყვი ძირითადად მეზობელ ქვეყნებში – აზერბაიჯანსა და სომხეთში გადიოდა. ქართული საქონელი ხვდებოდა ერაყის, ირანის, იორდანიის, ეგვიპტის, ქუვეითისა და ლიბანის ბაზრებზეც.

2022 წლის 9 თვეში კი საქართველოდან ცოცხალი პირუქტყვის ექსპორტი განხორციელდა შემდეგ ქვეყნებში:

ერაყი – 22,528 მლნ დოლარი

აზერბაიჯანი – 13,849 მლნ დოლარი

იორდანია – 1,897 მლნ დოლარი

ეგვიპტე – 688 ათასი დოლარი

ირანი – 382 ათასი დოლარი

სომხეთი – 327 ათასი დოლარი

ინფორმაციისთვის, მონაცემები, თუ რა შემოსავალი მიიღო საქართველომ ცოცხალი პირუქტვის ადგილობრივი ექსპორტიდან, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საგარეო ვაჭრობის პორტალზე 2009 წლიდან არის ხელმისაწვდომი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close