დღის ამბები

იცით, როგორ ამზადებენ ცნობილ “სწრაფ” სუპებს – საშიშია თუ არა ისინი ჯანმრთელობისთვის?

იცით, როგორ ამზადებენ ცნობილ "სწრაფ" სუპებს - საშიშია თუ არა ისინი ჯანმრთელობისთვის?

სწრაფი მომზადების ვერმიშელიანი სუპი ყველაზე პოპულარული კერძია მთელ მსოფლიოში. დღეს მის პლიუსებსა და მინუსებზე მოგიყვებით და თავად გადაწყვიტეთ, შეჭამთ თუ არა მას მომავალშიც…

პლიუსი:

სწრაფი მომზადება, იაფი, ადვილი შენახვა, ადვილი ტრანსპორტირება.

მინუსი:

ცხიმებისა და ზეთების ჭარბი რაოდენობა, ტრანსცხიმების დიდი რაოდენობა, რაც ათეროსკლეროზსა და კიბოს იწვევს. ნატრიუმის გლუტეინი, რომელსაც გემოსთვის უმატებენ, იწვევს ასთმას, წნევის აწევას, ორგანიზმში სითხის შეკავებას.

რისგან ამზადებენ ლაფშას?

სწრაფი მომზადების ვერმიშელი – ეს არის ცხიმში მობრაწული მშრალი ლაფშა

მეთექვსმეტე საუკუნეში ჩინეთში მას ცომისგან ჭრიდნენ და ახმობდნენ. ჭამის წინ ასხამდნენ ბულიონს.

1958 წელს ანდო მომოფუკიმ გამოუშვა “ლაფშა ქათმის გემოთი”. მას მოჰყვებოდა სანელებლის პაკეტიც.

1972 წელს ანდო მომოფუკიმ გამოუშვა “ლაფშა ჭიქაში”. მასში დამატებული იყო გამომშრალი ბოსტნეული, ხორცისა და კრევეტების ნაჭრები.

თანამედროვე ლაფშა

ხორბლის ფქვილის ან კვერცხის ფხვნილის მასას ემატება მარილი, ნატრიუმის გლუტამატი, სოიის სოუსი, ხორცის გემოს იმიტატორი.

მშრალ ლაშაში უმატებენ:

E-621 (გემოს გამაძლიერებელი), E-627 (არმატისა გემოს გამაძლიერებელი), E-631 (გემოს გამაძლიერებელი), ტრანსცხიმები, კონსერვანტები.

წარმოების პროცესი

  1. ცომს ათხელებენ;
  2. აძლევენ წვრილი მაკარონის ფორმას.
  3. ამუშავენ ორთქლით;
  4. აცივებენ 28 გრადუსზე;
  5. აშრობენ;
  6. წვავენ პალმის ზეთში 140-150 გრადუსზე;
  7. აფასოებენ.

რატომ არის საშიში სწრაფი მომზადების ლაფშის ჭამა?

გლიკემიური ინდექსი იწვევს შიმშილის გრძნობას 1 – 1,5 საათის შემდეგ.

დანამატები აძლიერებენ მადას, იწვევს გასუქებას.

ტრანსციმები იწვევენ ათეროსკლეროზს.

პალმის ცხიმი ამაღლებს ქოლესტერინის დონეს, რაც ინფარქტისა და ინსულტის მიზეზი ხდება.

ლაფში შემავალი მარილი ამაღლებს წნევას, ორგანიზმში აკავებს სითხეს.

ნატრიუმის გლუტამატი იწვევს ალერგიულ რეაქციას.

ხელოვნური დანამატები არტერიული წნევისა და კიბოს მიზეზია.

თუ ლაფშა 4 წუთში არ მომზადდა, საშიშია, ე.ი. დარღვეულია მომზადების ტექნოლოგია.

სწრაფი მომზადების ლაფშის კალორიულობაა 423 კკალ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close