საზოგადოება

რა შემთხვევაში შეძლებთ პირადობის მოწმობის უფასოდ აღდგენას. იუსტიციის სახლის განმარტება

რა შემთხვევაში შეძლებთ პირადობის მოწმობის უფასოდ აღდგენას. იუსტიციის სახლის განმარტება

მოქალაქეებს იუსტიციის სახლში პირადობის მოწმობის დაზღვევა შეუძლიათ.

იუსტიციის სახლის ინფორმაციით, დაზღვეული დოკუმენტების განმეორებით აღებას უფასოდ შეძლებთ, თუ ის:

🔹დაიკარგა;

🔹დაზიანდა;

🔹მოიპარეს.

დაზღვევის ღირებულებას მოქალაქე ერთჯერადად იხდის. ღირებულება შემდეგი პირობებით განისაზღვრება:

🔹თუ გსურს პირადობის მოწმობის 10 სამუშაო დღეში აღდგენა – 6 ლარი;

🔹თუ გსურს პირადობის მოწმობის 5 სამუშაო დღეში აღდგენა-10 ლარი;

🔹თუ გსურს პირადობის მოწმობის იმავე დღეს აღდგენა – 16 ლარი.

დაზღვევის ღირებულება 1 წელს მოიცავს და განახლება 3 წლის განმავლობაშია შესაძლებელი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close