საზოგადოება

„ტექინსპექტირების გაუვლელობისთვის 200 000-ზე მეტი ჯარიმა გამოიწერა“

„ტექინსპექტირების გაუვლელობისთვის 200 000-ზე მეტი ჯარიმა გამოიწერა“

მიუხედავად იმისა, რომ ტექინსპექტირების გაუვლელობისთვის პირი ჯარიმდება, ავტომობილის მფლობელები, როგორც ჩანს აღნიშნულ მოთხოვნას მაინც თავს არიდებენ.

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ განაცხადა, რომ გასული პერიოდის განმავლობაში, ტექინსპექტირების გაუვლელობისთვის 200 000-ზე მეტი ჯარიმა გამოიწერა.

როგორც მან  თქვა, იმისათვის, რომ ავტომობილების ტექინსპექტირება მოხდეს, მალე ძალაში კანონპროექტი შევა და გაუმართავი ავტომობილის მძღოლებს ტექდათვალიერების მეორედ არგავლის შემთხვევაში, სანქციები დაუწესდებათ.

„მინდა სტატისტიკა მოვიყვანო, თითქმის 200 000-ზე მეტია გასული პერიოდის განმავლობაში ის საჯარიმო ქვითრები, რომელიც ტექინსპექტირების გაუვლელობისთვის მოსახლეობისთვის იქნა გამოწერილი, თუმცა ჩვენი მიზანი ბიუჯეტში თანხების აკუმულირება არ არის, მთავარია შედეგი მივიღოთ, რომ ადამიანი როგორღაც ვაიძულოთ, რომ ავტომობილს ტექინსპექტირება გაატაროს.

ასევე შევიმუშავეთ კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს, რომ პირველადი ჯარიმა არ უნდა იყოს გაზრდილი თუმცა შემოგვაქვს განმეორებითი სანქცია და იმ შემთხვევაში თუ პირი დაჯარიმებიდან 30 დღის განმავლობაში არ გამოასწორებს ხარვეზს, რომელიც მას ტექინსპექტირების გავლაში ხელს უშლის, სანქციები 150 ლარიდან 700 ლარამდე დაწესდება.

აღნიშნულ საკითხზე ეკონომიკის სამინისტროსთან აქტიურად ვმუშაობთ. შსს-ც მზად არის აღსრულების პროცესში აქტიურად ჩაერთოს. ჩვენი მიზანია კანონპროექტი მიღების შემდეგ აღსრულებადი და ეფექტიანი იყოს“, – განაცხადა ბითაძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close