ეკონომიკა

ქართული ბანკების აქტივებმა 68 მილიარდს მიაღწია

ქართული ბანკების აქტივებმა 68 მილიარდს მიაღწია

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, სექტემბერში საქართველოში მოქმედი 14 კომერციული ბანკის აქტივებმა 68.1 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც წინა თვესთან შედარებით 0.2%-ით მეტია. წინა წელთან შედარებით კი ბანკების აქტივების ზომა 8.4 მილიარდი ლარით მეტია.

“2022 წლის სექტემბრის ბოლო მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 14 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 13 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. 2022 წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 110.0 მლნ ლარით, ანუ 0.2 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.4 პროცენტით გაიზარდა) და 2022 წლის სექტემბრის ბოლოს 68.1 მლრდ ლარი შეადგინა.

საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 8.8 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 12.9 პროცენტია,”- ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close