ეკონომიკა

სამეზობლოში ყველაზე დაბალი ინფლაცია სომხეთშია – როგორია საქართველოს და სხვა ქვეყნების მაჩვენებლები

სამეზობლოში ყველაზე დაბალი ინფლაცია სომხეთშია - როგორია საქართველოს და სხვა ქვეყნების მაჩვენებლები

მიმდინარე წლის სექტემბერში საქართველოში ფასების დონის ზრდის ტემპი გაიზარდა და კვლავ მაღალ დონეზეა. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის სექტემბერში წლიური ინფლაციის დონემ ქვეყანაში 11.5% შეადგინა, მაშინ როცა აგვისტოში ეს მაჩვენებელი 10.9%-ზე იყო.

ამასთან, ქვეყანაში 11.5%-იანი ინფლაციის მიუხედავად მოცემულ ერთწლიან პერიოდში ფასები ყველაზე მნიშვნელოვან სასაქონლე ჯგუფზე გაცილებით მეტად გაიზარდა:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები – ზრდა 17.6%

სასტუმროები, კაფეები და რესტორნები – ზრდა 15.7%

ტრანსპორტი – ზრდა 14.1%

საცხოვრებელი – წყალი, ელ.ენერგია, აირი- ზრდა 12.2%

დასვენება, განათლება და კულტურა- ზრდა 10.4%

რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, 2022 წლის სექტემბერში თურქეთში ინფლაციის წლიურმა დონემ 83,5% შეადგინა. ხოლო იმ ჯგუფების ჩამონათვალი, სადაც ფასები ყველაზე სწრაფი ტემპით გაიზარდა, ასე გამოიყურება:

ტრანსპორტი- ზრდა 117.7%

სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფი – ზრდა 93%

ავეჯი და საოჯახო ნივთები – ზრდა 90%

ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო – ზრდა 83%

სასტუმროები და რესტორნები – 81.3%

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სამეზობლოში ფასები ყველაზე სწრაფად სწორედ თურქეთში იზრდება.

აზერბაიჯანში ფასების საერთო დონის ზრდის ტემპი საქართველოს მსგავსად მატების ტენდეციით ხასიათდება, რასაც ცხადყოფს სექტემბრის სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც, წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა ქვეყანაში 15.6% შეადგინა.

გარდა ამისა, ფასები ზრდის ტემპი კვლავ მაღალია რუსეთშიც, სადაც წლიური ინფლაციის დონემ სექტემბერში 13.7% შეადგინა.

რაც შეეხება სომხეთს, ქვეყანაში ერთი წლის განმავლობაში ფასების საერთო დონე 9.9%-ით გაიზარდა. უნდა აღინიშნოს, რომ რეგიონში ყველაზე დაბალი ინფლაცია სწორედ სომხეთშია, ხოლო საქართველო ფასების ზრდის მაღალი ტემპით სომხეთის შემდეგ მეორე ადგილს იკავებს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close