დღის ამბები

თაფლის ექსპორტი იზრდება – სად იყიდება ქართული თაფლი?

თაფლის ექსპორტი იზრდება - სად იყიდება ქართული თაფლი?

საქართველოდან თაფლის ექსპორტი გაიზარდა. წელს საექსპორტო ბაზრებზე საქართველოდან 705 ათასი დოლარის ღირებულების თაფლი გავიდა, 62%-ით მეტი გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით.

მთავარი საექსპორტო ბაზარი საფრანგეთია, რომელზეც ექსპორტის 45% მოდის. ამასთან, საქართველოდან ნატურალური თაფლი საფრანგეთში უფრო მაღალ ფასად რეალიზდა, ვიდრე ბულგარეთში, რომელიც რეიტინგში მეორე ადგილზეა. სულ უცხოეთში 165.4 ტონა თაფლია ექსპორტირებული.

ქართული თაფლის საექსპორტო ბაზრები / 2022 წლის 9 თვე

1. საფრანგეთი – 319.2 ათასი დოლარი
2. ბულგარეთი – 255.95 ათასი დოლარი
3. ისრაელი – 61.6 ათასი დოლარი
4. არაბთა გაერთიანებული საამიროები – 18.4 ათასი დოლარი
5. იაპონია – 16.3 ათასი დოლარი
6. საუდის არაბეთი – 14.9 ათასი დოლარი
7. გერმანია – 5.6 ათასი დოლარი
8. სომხეთი – 3.9 ათასი დოლარი
9. ავსტრია – 3.3 ათასი დოლარი
10. კანადა – 2.3 ათასი დოლარი

საქართველოდან თაფლის ექსპორტი 2020 წლიდან გაიზარდა. თუ 2019 წელს უცხოეთში 69.5 ათასი დოლარის თაფლი იყო გატანილი, 2020 წელს 1.7-ჯერ გაიზარდა.

თაფლის ექსპორტი წლების მიხედვით:

1. 2019 წელი – 69.5 ათასი დოლარი
2. 2020 წელი – 122.5 ათასი დოლარი
3. 2021 წელი – 657.3 ათასი დოლარი
4. 2022 წლის 9 თვე – 705.05 ათასი დოლარი

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close