ამერიკის კარდიოლოგიური ასოციაციის სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ მარტოობამ და სოციალურმა იზოლაციამ შეიძლება გამოწვიოს გულ-სისიხლძარღვთა სისტემის დაავადებები, კერძოდ ინფარქტი და ინსულტიც კი.
მეცნიერებმა გააანალიზეს სხვადასხა კვლევის შედეგები. აღმოჩნდა, რომ სოციალური იზოლაცია და მარტოობა წარმოადგენს გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და ტვინის ჯანმრთელობაზე მოქმედ ფაქტორებს, თუმცა ამ პრობლემას ნაკლები ყურადღება ექცევა.
მარტო მყოფ პაციენტებში გულის შეტევის ან ინსულტის განვითარების რისკი 30%-ით მაღალი იყო, სოციალურად აქტიურ კვლევის მონაწილეებთან შეადარებით.
მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ წითელი ხორცის მოხმარება ასევე იწვევს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ათეროსკლეროზული დაავადებების განვითარებას.