მსოფლიო

1970 წლიდან ველური ცხოველების პოპულაცია 70%-ით შემცირდა

1970 წლიდან ველური ცხოველების პოპულაცია 70%-ით შემცირდა

ტყეების გაჩეხვისა და გარემოს დაბინძურების გამო, პლანეტაზე ველური ცხოველების პოპულაცია 69%-ით შემცირდა 1970 წლიდან 2018 წლამდე. ყველაზე დიდი შემცირება – 94%-ით – ლათინურ ამერიკაში დაფიქსირდა. ამის შესახებ ბუნების მსოფლიო ფონდისა და ლონდონის ზოოლოგიური საზოგადოების ერთობლივ ანგარიშშია ნათქვამი.

კვლევის ფარგლებში ორგანიზაციის სპეციალისტებმა გააანალიზეს ცხოველთა 5 230 სახეობა და შეაფასეს მათი პოპულაციების ცვლილებები სხვადასხვა კონტინენტზე. შედეგად მათ დაადგინეს, რომ პლანეტაზე ველური ცხოველების პოპულაციის შემცირების მთავარ მიზეზებს შორის არის ტყეების განადგურება, მზარდი მოხმარება და დაბინძურება.

გარეული ცხოველების პოპულაციის ყველაზე მნიშვნელოვანი შემცირება – 94%-ით – ლათინურ ამერიკაში დაფიქსირდა. აფრიკაში ველური ცხოველების პოპულაცია 66%-ით შემცირდა, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში – 55%-ით, ჩრდილოეთ ამერიკაში – 20%-ით, ევროპასა და ცენტრალურ აზიაში – 18%-ით.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close