დღის ამბები

თამბაქოზე უარის თქმა, გულით ავადმყოფებს ხუთი წლით უხანგრძლივებს სიცოცხლეს

თამბაქოზე უარის თქმა, გულით ავადმყოფებს ხუთი წლით უხანგრძლივებს სიცოცხლეს

ამსტერდამის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის წამყვანი მკლვევარის ტინკა ვან ტრიერის განცხადებით

„მოწევაზე უარის უპირატესობა უფრო გრანდიოზული აღმოჩნდა, ვიდრე მოველოდით.“

ვან ტრიერიმ და მისმა კოლეგებმა გამოიყენეს 45 წელს გადაცილებული ათასი პაციენტის მონაცემები, რომელთაც გადატანილი ჰქონდათ მიოკარდიუმის ინფარქტი ან კორონარულ არტერიებზე შუნტირების ან სტენტირების ოპერაცია. ყველა მათგანი ინფარქტიდან ან ოპერაციის შემდეგ, ნახევარ წლის განმავლობაში ეწეოდა, რის გამოც იყვნენ განმეორებითი ინფარქტის ან ინსულტის მაღალი რისკის ჯგუფში. ამის თავიდან ასაცილებლად, პაციენტები იღებდნენ საპროფილაქტიკო პრეპარატებს: ანტიკოაგულანტებს, სტატინებს და არტერიული წნევის მოსაწესრიგებელ საშუალებებს.

მკვლევარებმა ააგეს მოდელი, რომელიც აფასებდა დამატებით ჯანმრთელი (განმეორებითი ინფარქტის ან ინსულტის გარეშე) წლების რაოდენობას, რომელიც პაციენტს შეიძლება ჰქონოდა, სიგარეტზე უარის თქმის შემთხვევაში. ამას გარდა, მეცნიერებმა გამოთვალეს რამდენი წლის სიცოცხლე ექნებოდა პაციენტებს რომლებიც უარს არ იტყოდნენ სიგარეტზე, თუმცა მიიღებდნენ გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების საპრევენციო პრეპრატებს.

აღმოჩნდა, რომ სიგარეტზე უარი საპირწონეა იმ უპირტესობების, რომლებსაც წამლების დამატებით მიღება იძლევა. პირველ შემთხვევაში პაციენტები იღებენ 4,81, მეორეში 4,83 წლის ჯანმრთელ სიცოცხლეს.

როგორც ვან ტრიერი აღნიშნავს, თავიანთ ანალიზში კვლევა არ ითვალისწინებდა იმას, თუ როგორ აისახება სიგარეტზე უარის თქმა რესპირატორული და ონკოლოგიური დაავადებების რისკის შემცირებაზე.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close