საზოგადოება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილე აღინიშნა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილე აღინიშნა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილე აღინიშნა. თბილისის საკონცერტო დარბაზში წარდგნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები, იოსებ ტუღუშის სახელობის საუნივერსიტეტო ორკესტრი, საიუბილეო ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ძველი და ახალი თაობის ცნობილმა მომღერლებმა და ინსტრუმენტალისტებმა.

სტუმრებს კონცერტის დაწყებამდე შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეთვალიერებინათ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საუკუნოვანი ისტორიის ამსახველი ფოტოქრონიკა და არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტისა და დიზაინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტთა მიერ შესრულებული ნამუშევრები.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close