დღის ამბები

გულმკერდის არეში უსიამოვნო შეგრძნება – როგორია ინფარქტის სიმპტომები

გულმკერდის არეში უსიამოვნო შეგრძნება - როგორია ინფარქტის სიმპტომები

გულმკერდის არეში უსიამოვნო შეგრძნება, რომელსაც ჩვეულებრივ პაციენტები ცდილობენ მოითმინონ,შესაძლებელია იყოს მოსალოდნელი ინფარქტის ნიშანი. ინფარქტით ჰოსპიტალიზირებული პაციენტების ნახევარზე მეტს აღენიშნება ისეთი ჩივილები, რომელზედაც ყურადღებას არ ამახვილებენ. ესენია: ზეწოლის, მოჭერის შეგრძნება. აღნიშნული სიმპტომები პაციენტის მხრიდან არ აღიქმება ტკივილად. ინფარქტის სიმპტომებს წარმოადგენს ასევე ხელებში წვა და ფილტვების მუშაობის დარღვევა. თუ ადამიანმა რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი შეამჩნია, უნდა მიმართოს ექიმს.

გულის დაზიანების მნიშვნელოვანი სიმპტომია ასევე გულის რითმის დარღვევა, რომელიც სხვადასხვანაირად ვლინდება. შეიძლება განვითარდეს ფიბრილაცია, როდესაც გულისცემის სიხშირე ძალიან მაღალია. ასევე ინფარქტის ნიშანია ზურგის არეში ტკივილის შეგრძნება მარცხნივ, ბეჭის ძვლის ქვემოთ. ეს სიმპტომი ყოველთვის არ აღინიშნება და ის შემთხვევათა 40%-ში ვლინდება.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close