ეკონომიკა

9 600 ლარზე მეტი ხელფასის მქონე პირთა რაოდენობა წლიურად 34.8%-ით გაიზარდა

9 600 ლარზე მეტი ხელფასის მქონე პირთა რაოდენობა წლიურად 34.8%-ით გაიზარდა

2022 წლის აგვისტოში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს, 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.5%-ით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 7.7%-ით არის გაზრდილი. ამის შესახებ PMCG-ს კვლევაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, მიმდინარე წლის 2022 წლის აგვისტოში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 0-დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს, 23%-ს შეადგენდა, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.9 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 7.6 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.

„2022 წლის აგვისტოში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 2 400 ლარზე მეტ თვიურ ხელფასს, 19.5%-ს შეადგენდა, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.8 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 6.4 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.

აგვისტოში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9 600 ლარზე მეტ თვიურ ხელფასს, 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 34.8%-ით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 77.3%-ით არის გაზრდილი. 2022 წლის აგვისტოში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9 600 ლარზე მეტ ხელფასს, 1.8%-ს შეადგენდა,“- აღნიშნულია კვლევაში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close