დღის ამბები

ახალი ბრენდები, რომელიც საქართველოს ბაზარზე გამოჩნდება

ახალი ბრენდები, რომელიც საქართველოს ბაზარზე გამოჩნდება

მიმდინარე წლის ოქტომბერში, დეკემბერსა და მომავალი წლის მარტში, ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდი გამოჩნდება. ამის შესახებ  „რითეილ გრუპ ჯორჯიას“ დირექტორმა რეზო მაღალაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, საუბარია Lefties-ზე, „პარფუასა“ და Sunglass Hut-ზე, რომლებიც რამდენიმე მოლში განთავსდება.

უფრო კონკრეტულად, რეზო მაღალაშვილის თქმით, Lefties-ს ორი მაღაზია მარტში გლდანის და საბურთალოს „სითი მოლებში“ გაიხსნება, „პარფუა“ – 14 ოქტომბერს „თბილისი მოლში“, ხოლო Sunglass Hut საბურთალოს „სითი მოლში“.

გარდა ამისა, 14 ოქტომბერსვე იგეგმება „იპეკიოლის“ მეორე მაღაზიის გახსნაც.

„მარტში გაიხსნება ახალი ბრენდი სახელად Lefties, ეს არის Inditex-ის ჯგუფის ბრენდი, ვინც „ზარას“ „მასიმო დუტის“ და ა.შ. წარმოადგენს. ეს არის გრანდიოზული გახსნა, ორი – 2000 კვ.მ ფართობის მაღაზია გაიხსნება.

გარდა ამისა, 14 ოქტომბერს გაიხსნება „პარფუა“ და ასევე, „იპეკიოლის“ მეორე მაღაზია. ხოლო დეკემბერში Sunglass Hut გაიხსნება, ეს არის სათვალეების მულტიბრენდული მაღაზია.

„სითი მოლში“ საბურთალოზე და გლდანის „სითი მოლში“ წარმოდგენილი იქნება Lefties მაღაზია, „პარფუა“ და Sunglass Hut გაიხსნება „თბილსი მოლში“, ხოლო „იპეკიოლი“ „სითი მოლში“ საბურთალოზე“,- განაცხადა რეზო მაღალაშვილმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close