მსოფლიო

Google-მა ფლაგმანი სმარტფონები და პირველი „ჭკვიანი“ საათი წარადგინა

Google-მა ფლაგმანი სმარტფონები და პირველი „ჭკვიანი“ საათი წარადგინა

ამერიკულმა კომპანიამ Google ოფიციალურად წარადგინა ბრენდის ახალი ფლაგმანი სმარტფონები Pixel 7 და Pixel 7 Pro, ასევე მისი პირველი ჭკვიანი საათი Pixel Watch.

სმარტფონებში, რომელთა ღირებულება აშშ-ში 599 და 899 დოლარია, გამოყენებულია ჩიპი Tensor G2 გაზრდილი წარმადობით. ორივე მოდელს შეუძლია იმუშაოს დამუხტვის გარეშე 72 საათი, მაშინ როცა მისი წინამორბედების ხანგრძლივობა 48 საათი იყო.

Pixel Watch, თავის მხრივ გახდება პირველი „ჭკვიანი საათი“, რომელიც იმუშავებს ოპერაციულ სისტემა Android-ზე, ინტეგრირებული ტექნოლოგიით Fitbit, წერს The Wall Street Journal.

Pixel-ის სმარტფონები გაყიდვების მხრივ მნიშვნელოვნად ჩამორჩება ბაზრის ლიდერ Apple და Samsung-ს. მისი წილი ამერიკის სმარტფონების ბაზარზე მხოლოდ 2%-ია. ანალიტიკური კომპანია Canalys-ის ცნობით Pixel-ის გაყიდვები მეორე კვარტალში გასამმაგდა გასული წლის მესამე კვარტალთან შედარებით.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close