საზოგადოება

ვინ ასაქმებს ყველაზე მეტ ადამიანს საქართველოში – top-10 საწარმო

ვინ ასაქმებს ყველაზე მეტ ადამიანს საქართველოში - top-10 საწარმო

2021 წლს ბიზნეს სექტორში 744 256 ათასი ადამიანი იყო დასაქმებული.

დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით, ბიზნეს სექტორში ვაჭრობის, დამამუშავებელი მრეწველობისა და ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების დარგები ლიდერობენ (შესაბამისად 28.6%, 12.5% და 10.3% ). თუმცა, სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდის მშენებლობის (8.6%), ტრანსპორტისა და დასაწყობების (8.4 % ), განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდებისა (4.5 %) და ინფორმაციისა და კომუნიკაციის საქმიანობების დარგის საწარმოებზეც (4.1 %).

სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე გთავაზობთ იმ 10 კომპანიის ჩამონათვალს, რომელმაც გასულ წელს ყველაზე მეტი ადამიანი დაასაქმა.

შპს თბილსერვის ჯგუფი – არასახიფათო ნარჩენების შეგროვება

შპს პსპ ფარმა – საცალო ვაჭრობა ფარმაცევტული საქონლით სპეციალიზებულ მაღაზიებში

სს ევექსის ჰოსპიტლები – საავადმყოფოების საქმიანობები

სს ენერგო-პრო ჯორჯია – ელექტროენერგიის გადაცემა

სს საქართველოს რკინიგზა – რკინიგზის სატვირთო ტრანსპორტი

სს ნიკორა ტრეიდი – საცალო ვაჭრობა არასპეციალიზებულ მაღაზიებში, უპირატესად საკვები პრო­დუქ­ტებით, სასმელებით ან თამბაქოს ნაწარმით

სს გეფა – საცალო ვაჭრობა ფარმაცევტული საქონლით სპეციალიზებულ მაღაზიებში

შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანია – საქალაქო და საგარეუბნო სამგზავრო სახმელეთო ტრანსპორტი

შპს ევოლუშენ ჯორჯია – სხვა ტელესაკომუნიკაციო საქმიანობები

შპს რითეილ ჯგუფი – საცალო ვაჭრობა არასპეციალიზებულ მაღაზიებში, უპირატესად საკვები პრო­დუქ­ტებით, სასმელებით ან თამბაქოს ნაწარმით

ინფორმაციისთვის, სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close