მსოფლიო

Nestle ყავის ინდუსტრიაში ერთი მილიარდის ინვესტიციას ჩადებს

Nestle ყავის ინდუსტრიაში ერთი მილიარდის ინვესტიციას ჩადებს

მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი კვების პროდუქტების მწარმოებელი კომპანია Nestle SA აპირებს, რომ ყავის ინდუსტრიის მდგრად განვითარებაში ერთი მლრდ ფრანკის (1,01 მლრდ დოლარი) ინვესტიცია ჩადოს.

კომპანიამ გამოაცხადა პროგრამა NESCAFE Plan 2030-ის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს რეგენერაციული სოფლის მეურნეობის განვითარებას, ემისიების შემცირებას და ფერმერების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.

ამ პროგრამის ფარგლებში Nestle ასწავლის ფერმერებს და შესთავაზებს მათ ტექნიკურ მხარდაჭერას, ასევე მიაწვდის ყავის საუკეთესო ნერგებს, რათა დაეხმაროს მათ სოფლის მეურნეობის რეგენერაციაზე გადასვლაში. საუბარია ბრაზილიელ, ვიეტნამელ, მექსიკელ, კოლუმბიელს, კოტ-დივუარელ, ინდონეზიელ და ჰონდურასლე ფერმერებზე. სწორედ ამ ქვეყნებში შეისყიდის კომპანია ყავის 90%-ს.

Nestle-ს მიზანია, 2025 წლისთვის მის მიერ შესყიდული ყავა წარმოებულ იქნას ახალი მდგრადი პრინციპების საფუძველზე. გარდა ამისა, კომპანია მოელის, რომ 2025 წლისთვის მის მიერ შესყიდული ყავის 20% წარმოებული იქნება ყავის გამოყვანის რეგენერაციული მეთოდებით, ხოლო 2030 წლისთვის ეს მაჩვენებელი 50%-მდე უნდა ავიდეს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close