დღის ამბები

ჩხუბი სასულიერო პირებსა და გირჩის კანდიდატს შორის

 

გუშინ საღამოს სოფელ დუისში მეჩეთიდან გამოსული ადამიანები თავს დაესხნენ გირჩის კანდიდატს. მოხდა სიტყვიერი დაპირისპირებაც .

როგორც გირჩის კანიდატი  მუსლმი ღანიშაშვილი ჩვენთან საუბრისას აცხადებს

„ყოველთვის  ვერიდებოდი  რადიკალ  და  ფანატიკოს  ჯგუფებთან  კამათს  და  მათთან  დიალოგში  შესვლას  თუმცა,  რო  დამინახავენ   ხშირად  მოდიან  ჩემთან  და ჩემს  შეურაცხყოფას  ცდილობდნენ.

ასეთივე დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი გუშინ რომელ დაპირისპირებასაც შეესწრო დედაჩემიც.  ამ  ყველაფერს  დედაჩემი  ძალიან  განიცდის  ის ახლაც ცუდად არის. მას   ექიმი  სჭირდება.   საღამოს  როცა  თავის  დროზე  სახლში  არ  ვბრუნდებოდი,  დედა  შეშინებულია და  ძალიან  ნერვიულობდა.

განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ღამე  მოდიან  და  ჩვენი  სახლის  ფანჯრებს  ქვებს ესვრიან. ამით მებრძვიან არა მე არამედ ამით ანადგურებენ ჩემს მშობელს. მივმართავ სამართალდამცველებს არიკვეთოს ეს უზნეო საქციელი ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების მიმართ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close