ეკონომიკა

2023 წელს მთავრობა 16 მილიარდის გადასახადების ამოღებას გეგმავს

2023 წელს მთავრობა 16 მილიარდის გადასახადების ამოღებას გეგმავს

გამოქვეყნდა 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომლის მიხედვითაც მომდევნო წელს საქართველოს მთავრობა 15.9 მილიარდი ლარის გადასახადების აკრეფას გეგმავს. ჯამურად ბიუჯეტის ხარჯები კი 21.1 მილიარდი ლარი იქნება.

წლევანდელ წელთან შედარებით გადასახადების გეგმა 2.5 მილიარდი ლარით იზრდება.

• საშემოსავლო გადასახადი – 5.1 მილიარდი ლარი, მატება წინა წელთან 807 მლნ;
• მოგების გადასახადი – 1.94 მილიარდი ლარი, მატება წინა წელთან 325 მლნ;
• დამატებული ღირებულების გადასახადი – 6,42 მილიარდი ლარი, მატება წინა წელთან 1 მილიარდი;
• აქციზი – 2.1 მილიარდი ლარი, მატება წინა წელთან 210 მლნ.

რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯებს, ყველაზე მეტი თანხა – 6.8 მილიარდი ლარი კვლავ ჯანდაცვის სამინისტროზე დაიხარჯება, განათლების სამინისტროზე 2 მილიარდი ლარი მიიმართება, ხოლო ინფრასტრუქტურის სამინისტრო 3 მილიარდს დახარჯავს. 688 მილიონი ლარი იქნება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი, ხოლო ეკონომიკის სამინისტრო 654 მილიონს დახარჯავს. 1.2 მილიარდია გათვალისწინებული თავდაცვის უწყებისთვის, შსს-ზე კი 1.07 მილიარდი მიიმართება.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close