ეკონომიკა

საქართველოში კარტოფილის ფასი კვლავ რეკორდულად მაღალია

საქართველოში კარტოფილის ფასი კვლავ რეკორდულად მაღალია

EastFruit-ის ანალიტიკოსები საქართველოს კარტოფილის ბაზარზე არსებულ ვითარების კვლევას განაგრძობენ. მიმდინარე კვირაში ქართული კარტოფილის საშუალო საბითუმო ფასი კილოგრამზე 1,5 ლარამდე გაიზარდა, რაც ლარში 50%-ით, ხოლო დოლარში 65%-ით მეტია. ფასები რეკორდულად მაღალია წლის მიმდინარე პერიოდისთვის.

ქვემო ქართლში, სადაც ქვეყნის კარტოფილის დაახლოებით 20-25% იწარმოება, კარტოფილის მარაგი ძალიან დაბალია. სამცხე-ჯავახეთი კი, კარტოფილის უმსხვილესი მწარმოებელი რეგიონი, მთლიანი წარმოების 60%-იანი წილით, ახლა იწყებს მარაგის უზრუნველყოფას, რომელიც, სავარაუდოდ, შეზღუდული იქნება არასასურველი ამინდის გამო.

მოსაზრებები იმის შესახებ, თუ რამდენად გაიზრდება ფასები ამიერიდან, არაერთგვაროვანია. ზოგიერთი მწარმოებელი კიდევ უფრო მეტ ზრდას ელის. გარდა სამცხე-ჯავახეთის ცუდი მოსავლისა, ისინი ხაზს უსვამენ სხვა მნიშვნელოვან ფაქტორებს:

იმპორტი ახლა მომგებიანი იქნება, რადგან საქართველოში ფასები მაღალია. იმპორტმა ასევე უნდა შეამციროს ფასები, მაგრამ არსებობს ვარაუდები, რომ თურქეთი ზღუდავს კარტოფილის ექსპორტს საკუთარი ბაზრის მხარდასაჭერად.

უკრაინის ომის შემდეგ გაზრდილმა მოთხოვნამ გამოიწვია უცხოელების, ძირითადად რუსების შემოდინება საქართველოში. ეს პროცესი ომით დაიწყო, მაგრამ 21 სექტემბერს მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, შემოდინებამ განსაკუთრებულად მაღალი პროცენტი აჩვენა.

ფერმერების ნაწილი ოქტომბერში სამცხე-ჯავახეთში მოსავლის პიკთან ერთად კარტოფილზე ფასების კლებას ელიან. იდეა მარტივია – ბაზარზე გაცილებით მეტი კარტოფილი იქნება, ვიდრე ახლაა, შესაბამისად, ფასები უფრო დაბალი უნდა იყოს.

ზოგადად კი, ყველა თანხმდება, რომ წელს ფასები წინა სეზონზე მაღალი იქნება.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close