მსოფლიო

ბრიტანეთის ხაზინამ მეფე ჩარლზ III-ის გამოსახულებით ახალი მონეტები წარადგინა

ბრიტანეთის ხაზინამ მეფე ჩარლზ III-ის გამოსახულებით ახალი მონეტები წარადგინა

გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო ხაზინამ ახალი მონეტები წარადგინა, რომელზეც ახალ მონარქის, მეფე ჩარლზ III-ის პორტრეტია გამოსახული.

ახალი 5 გირვანქა სტერლინგი და 50 პენსი ცირკულაციაში მომავალი კვირიდან შევა და ეტაპობრივად ჩაანაცვლებს ძველ მონეტებს, რომელზეც გარდაცვლილი დედოფალია გამოსახული.

მონეტებზე მარტინ იენინგსი მუშაობდა და როგორც BBC იუწყება, ახალმა დიზაინმა თავად მეფის მოწონება დაიმსახურა.

აღსანიშნავია, რომ ჩარლზ III-ის გამოსახულება წინამორბედის საპირისპირო მიმართულებითაა, კერძოდ, მარცხნივ, რაც ბრიტანეთის მრავალსაუკუნიანი ტრადიციის ნაწილია.

საწყის ეტაპზე, ცირკულაციაში გაშვებამდე, ხაზინის მიერ მოჭრილი სპეციალური მონეტების შეძენას დაინტერესებული კოლექციონერები შეძლებენ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close