საზოგადოება

სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ ნორმატიული აქტები გამოქვეყნდა და ძალაში შევიდა

სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ ნორმატიული აქტები გამოქვეყნდა და ძალაში შევიდა

სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ ნორმატიული აქტები გამოქვეყნდა და ძალაში შევიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა საქართველოს მთავრობის დადგენილება #470 „პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ” დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. იხილეთ ბმული:

„ასევე, გამოქვეყნდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება #336 „დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის #220 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”. იხილეთ ბმული:

აღნიშნული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების თანხმად, გაზრდილია ქვეყნის შიგნით სამსახურებრივი მივლინების სადღეღამისო ხარჯების ნორმა 30 ლარამდე, ხოლო ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინების სადღეღამისო და საცხოვრებელი ფართობის დაქირავების ხარჯების ნორმები, განსაზღვრულია თითოეულ ქვეყანასთან მიმართებით, არსებული რეალობის გათვალისწინებით.

ორივე დოკუმენტი გამოქვეყნებისთანავე შევიდა ძალაში“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close