ეკონომიკა

საქართველოდან მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი 29%-ით შემცირდა – სად ვყიდით პროდუქტს

საქართველოდან მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი 29%-ით შემცირდა - სად ვყიდით პროდუქტს

საქართველოდან, მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი შემცირდა. 2022 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან 66,7 მლნ აშშ დოლარის მინერალური და მტკნარი წყალი გავიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 92,5 მლნ აშშ დოლარის ტონა წყალი.

გათავაზობთ 10 ქვეყანას, სადაც საქართველომ მინერალური და მტკნარი წყლები ყველაზე დიდი მოცულობით გაყიდა:

რუსეთი – 28.5 მლნ აშშ დოლარი

ყაზახეთი – 13.6 მლნ აშშ დოლარი

უკრაინა – 6.9 მლნ აშშ დოლარი

ბელარუსი 3.9 მლნ აშშ დოლარი

ლიეტუვა – 3.4 მლნ აშშ დოლარი

უზბეკეთი – 3 მლნ აშშ დოლარი

აზერბაიჯანი – 1.1. მლნ აშშ დოლარი

ისრაელი – 1 მლნ აშშ დოლარი

აშშ – 933 ათასი აშშ დოლარი

ლატვია – 809 ათასი აშშ დოლარი

აღსანიშნავია, რომ შემცირება ძირითადად რუსეთისა და უკრაინის ხარჯზეა. რუსეთში გასული წლის იანვარ – აგვისტოში 41,4 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი გავიდა, წელს კი, 28,5 მლნ აშშ დოლარის მტკნარი და მინერალური წყალი. რაც შეეხება უკრაინას, გასულ წელს 17,7 მლნ ლარის პროდუქტი გაიყიდა, 2022 წელს კი, 6,9 მლნ აშშ დოლარის.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close