ეკონომიკა

საქართველოს რომელ რეგიონშია დაბალი და მაღალი ხელფასი

საქართველოს რომელ რეგიონშია დაბალი და მაღალი ხელფასი

2022 წლის მე-2 კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.1 პროცენტით ანუ 213.3 ლარით გაიზარდა და 1 541.3 ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით, რეგიონებში ლიდერობს თბილისი. კერძოდ, „საქსტატის“ მონაცემებით, რეგიონების მიხედვით ხელფასების გადანაწილება შემდეგნაირია:

თბილისი – 1,802.1 ლარი;

მცხეთა-მთიანეთი – 1,394.4 ლარი;

ქვემო ქართლი – 1,271.5 ლარი;

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა – 1,232.9 ლარი;

იმერეთი – 1,122.4 ლარი;

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 1,017.9 ლარი;

შიდა ქართლი – 978.2 ლარი;

სამცხე-ჯავახეთი – 959.9 ლარი;

კახეთი – 957.9 ლარი;

გურია – 946 ლარი;

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 848.8 ლარი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close