საზოგადოება

„სოკარი“ თაღლითური სქემის შესახებ მომხმარებლებს აფრთხილებს

„სოკარი“ თაღლითური სქემის შესახებ მომხმარებლებს აფრთხილებს

0

ბოლო პერიოდში, კომპანია „სოკარის“ სახელით ვრცელდება სხვადასხვა ტიპის შეტყობინება, რომლითაც საზოგადოებას „სოკარში“ აქტივების დაბანდებას სთავაზობენ. კომპანია „სოკარი“ საზოგადოებას აფრთხილებს, არ მოტყუვდნენ და არ გადაიხადონ თანხა მსგავსი ტიპის შემოთავაზებებში.

„ეს არის თაღლითური სქემა, რომლითაც ცდილობენ ხალხის მოტყუებას და ფულის გამოძალვას. „სოკარის“ მარკეტინგული აქტივობების შესახებ ჩვენს მომხმარებლებს ინფორმაციას ოფიციალური წყაროებიდან ვაწვდით. ესენია ოფიციალური ვებ-გვერდი SGP.ge და კომპანიის ოფიციალური Facebook გვერდი. საზოგადოებას ვთხოვთ, ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებამდე, აუცილებლად გადაამოწმონ ინფორმაცია ოფიციალურ წყაროებზე,“ – აცხადებს „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ დირექტორი ნოდარ ყანჩაველი.

ვებ-გვერდისა და ოფიციალური Facebook გვერდის გარდა, მსურველებს აქვთ შესაძლებლობა, ინფორმაციის ნამდვილობა „სოკარის“ ცხელ ხაზზე გადაამოწმონ: *0001.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close