დღის ამბები

დღეიდან რამდენიმე სახეობის პური გაიაფდება

დღეიდან რამდენიმე სახეობის პური გაიაფდება

დღეიდან რამდენიმე სახეობის პური გაიაფდება. პურის მცხობელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, მალხაზ დოლიძემ განაცხადა, რომ 22 სექტემბრიდან „იფქლი დიღომი“ ოთხი სახეობის პურზე ფასს 10 თეთრით შეამცირებს. ამავე ოდენობით გააიაფებს პურს ქარხანა „თემქა პურიც“.

„შარშანდელთან შედარებით ძალიან განსხვავებული ტენდენციაა. თუ გასულ წელს 1 ტონა ხორბლის ღირებულება 500$ იყო, წელს 240-270$-ის ფარგლებში მერყეობს. აქედან გამომდინარე, წელს განსხვავებულია ფქვილის ფასიც. ასეთ დროს წარმოიშვება ხოლმე კითხვა – რატომ არ დაიკლო პურის ფასმა? ყველაფერს დრო სჭირდება. რამდენიმე მწარმოებელმა უკვე გააკეთა გადაანგარიშება და მაქვს ინფორმაცია, რომ 22 სექტემბრიდან „იფქლი დიღომი“ ოთხი სახეობის პურზე აკლებს 10 თეთრს. გარდა ამისა, „თემქა პურის“ ხელმძღვანელმაც განაცხადა, რომ 10 თეთრს ისინიც დააკლებენ. რაიონებში პურის ფასი უკვე შემცირებულია 10 თეთრით.

ახალ წლამდე ფასების მატებაზე ლაპარაკი ზედმეტია. იმედი მაქვს, რომ ახლო მომავალში კიდევ უფრო დასტაბილურდება ბაზარი. ალბათ, სხვა მწარმოებლებიც მიბაძავენ „იფქლი დიღომსა“ და „თემქა პურს“. კონკურენცია და საბაზრო ეკონომიკა ისეთია, ძალაუნებურად ყველას აფიქრებინებს, რომ ბაზარზე შემორჩეს და თავის პროდუქციას რეალიზაცია გაუკეთოს“, – განაცხადა მალხაზ დოლიძემ.

პურის გაიაფება ხორბალსა და ფქვილზე ფასის კლებამ განაპირობა. ერთი მხრივ, რუსეთში ჭარბი მოსავლიანობისა და მეორე მხრივ, უკრაინის დერეფნის გახსნის გამო, რუსეთში მარცვლეულზე საექსპორტო მცურავი გადასახადი 45 დოლარამდე შემცირდა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close