საზოგადოება

Apple-ი აპლიკაციებს აძვირებს

Apple-ი აპლიკაციებს აძვირებს

5 ოქტომბრიდან, კორპორაცია Apple Inc რამდენიმე ქვეყანაში აპლიკაციებს გააძვირებს. კონკრეტულად, საუბარია ჩილეზე, ეგვიპტეზე, იაპონიაზე, მალაიზიაზე, პაკისტანზე, პოლონეთზე, სამხრეთ კორეაზე, შვედეთსა და ვიეტნამზე.

ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი კომპანიამ არ ახსნა, თუმცა, ვიეტნამთან მიმართებაში აღნიშნა, რომ მიზეზი ქვეყანაში ახალი საგადასახადო კანონით განისაზღვრა.

2022 წლიდან, ევროს კურსი დოლართან მიმართებაში 12%-ით დაეცა, ეს ყველაფერი კი, კომპანიის მოგებაზე შესაძლოა, ცუდად აისახოს.

ცოტა ხნის წინ, Apple-მა განაცხადა, რომ აშშ-ში iPhone-ის ახალ მოდელებზე ფასებს გაყინავს, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდ ბრიტანეთსა და ევროპაში აღნიშნული სმარტფონები გაძვირდება.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close