ეკონომიკა

საქართველოში ერთ თვეში ხორბლის იმპორტი 418,6%-ით გაიზარდა

საქართველოში ერთ თვეში ხორბლის იმპორტი 418,6%-ით გაიზარდა

ერთ თვეში ხორბლის იმპორტი 418,6%-ით გაიზარდა. უფრო კონკრეტულად, 2022 წლის აგვისტოში საქართველოში 11,633 ათასი აშშ დოლარის ღირებულების 29 775 ტონა ხორბალი შემოვიდა, გასულ თვეს კი მხოლოდ 2,243 ათასი აშშ დოლარის 5,469 ტონა ხორბალი. ხორბლის იმპორტის ზრდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმპორტიორ ქვეყანაში – რუსეთში საექსპორტო გადასახადის კლება გახდა.

ცნობისათვის, რუსეთის მიერ ხორბალზე საექსპორტო გადასახადის დაწესებამ, ჯერ ხორბლის იმპორტის მკვეთრად შემცირება გამოიწვია, მაისის ბოლოსთვის კი, საქართველოში ყველა დიდმა წისქვილკომბინატმა მუშაობა შეაჩერა.

სიტუაცია შეიცვალა მას შემდეგ, რაც რუსეთში 17 აგვისტოს 193 ათასამდე ფერმერმა პუტინისგან ხორბალზე საბაჟო გადასახადის გაუქმება მოითხოვა. მიუხედავად იმისა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მათ მყისიერი უარი უთხრა, ჭარბი მოსავლის გამო ხელოვნურად შემოღებული საბაჟო გადასახადს რუსეთი ამცირებს. ივნისის ბოლოს 1 ტონა ხორბალზე 149 დოლარამდე გაზრდილი გადასახადიდან, 19 სექტემბრისთვის უკვე 44.45 დოლარამდეა შემცირებული.

აღსანიშნავია, რომ აგვისტოში საქართველომ ხორბალი სრულად რუსეთისგან იყიდა. მხოლოდ 0.11 ტონა შემოვიდა გერმანიიდან.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close