მსოფლიო

მასკი – Starlink-ი უკვე დედამიწის ყველა კონტინენტზეა

მასკი - Starlink-ი უკვე დედამიწის ყველა კონტინენტზეა

თანამგზავრული ინტერნეტის ქსელი Starlink, რომელიც გახლავთ ამერიკული კომპანია SpaceX-ის პროექტი, ახლა უკვე დედამიწის ყველა კონტინენტზე ფუნქციონირებს. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა ილონ მასკმა განაცხადა.

„Starlink-ის ქსელი ახლა აქტიურია ყველა კონტინენტზე, მათ შორის ანტარქტიდაზე“, – დაწერა მან Twitter-ში.

მანამდე კვირას SpaceX-მა ორბიტაზე გაიყვანა Starlink-ის თანამგზავრების მორიგი პარტია 54 ერთეულით. ახლა ჯამურად კოსმოსში კომპანიის აპარატების რაოდენობა 3 ათასს აღემატება.

კომპანია ირწმუნება, რომ Starlink-ს შეუძლია ინტერნეტზე წვდომის უზრუნველყოფა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, რომლის ტრაფიკიც 1 გიგაბაიტია წამში, რაც რეალურად 5G სტანდარტს შეესაბამება. SpaceX-ის შეფასებით, კომპანიას ჯამში 11 ათასი თანამგზავრის გაშვება მოუწევს, რაც 10 მლრდ დოლარი დაუჯდება.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close