მსოფლიო

მიწები, წყლები, სასახლეები, ძვირადღირებული სამკაულები, ოქროს საბადოები, ცხენები, გედები და ღამურებიც კი – რა ქონებას ფლობდა ელისაბედ II?

მიწები, წყლები, სასახლეები, ძვირადღირებული სამკაულები, ოქროს საბადოები, ცხენები, გედები და ღამურებიც კი - რა ქონებას ფლობდა ელისაბედ II?

დიდი ბრი­ტა­ნე­თის მო­ნარ­ქი ელი­სა­ბედ II, რო­მე­ლიც 8 სექ­ტემ­ბერს გარ­და­იც­ვა­ლა, მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი უმ­დიდ­რე­სი ადა­მი­ა­ნი იყო. მისი პერ­სო­ნა­ლუ­რი ქო­ნე­ბის მთა­ვარ ნა­წილს ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შე­ბი, სამ­კა­უ­ლე­ბი და უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა წარ­მო­ად­გენ­და. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მას არ გა­აჩ­ნდა იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ მათ­გან რა­ი­მე სარ­გე­ბე­ლი მი­ე­ღო, რომ აღა­რა­ფე­რი ვთქვათ მათი გა­ყიდ­ვის უფ­ლე­ბა­ზე. ეს ყვე­ლა­ფე­რი მო­ნარ­ქის კერ­ძო სა­კუთ­რე­ბას არ წარ­მო­ად­გენს, მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბე­ბის­თვის არის გან­კუთ­ვნი­ლი და რო­გორც წესი, ისი­ნი მომ­დევ­ნო მე­ფეს გა­და­ე­ცე­მა მემ­კვიდ­რე­ო­ბით.

დე­დოფ­ლის პი­რა­დი ქო­ნე­ბა “ფორბსის” მიერ 500 მი­ლი­ონ დო­ლა­რა­დაა შე­ფა­სე­ბუ­ლი. დე­დოფ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ უმე­ტე­სი ნა­წი­ლი მეფე ჩარლზ III-ს გა­და­ე­ცე­მა მემ­კვიდ­რე­ო­ბით. რაც შე­ე­ხე­ბა მთლი­ა­ნად დიდი ბრი­ტა­ნე­თის სა­მე­ფო ოჯა­ხის ქო­ნე­ბას, 2017 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, ყვე­ლაფ­რის ფასი 88$ მი­ლი­არდს აღე­მა­ტე­ბა.

მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, დე­დოფ­ლის ქო­ნე­ბის ფასი ოფი­ცი­ა­ლუ­რად არას­დროს გამ­ჟღავ­ნე­ბუ­ლა. რო­გორც Guardian-ი იტყო­ბი­ნე­ბო­და, დე­დო­ფა­ლი 1970-იან წლებ­ში ბრი­ტა­ნე­თის მთავ­რო­ბას ლო­ბი­რებ­და, რომ მისი პი­რა­დი ქო­ნე­ბა, კა­ნონპ­რო­ექ­ტის შეც­ვლის გზით, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან და­ე­ფა­რა, რა­საც იმით ხსნი­და, რომ ამის გამ­ჟღავ­ნე­ბა უხერ­ხუ­ლი იყო.

დე­დოფ­ლის პი­რა­დი შე­მო­სავ­ლის წყა­რო­ე­ბი

არ­სე­ბობს გა­მოთ­ქმა, რომ სიკ­ვდი­ლი და გა­და­სა­ხა­დე­ბი გარ­და­უ­ვა­ლი რა­მაა, მაგ­რამ გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს მო­ნარ­ქი კა­ნო­ნით თა­ვი­სუფ­ლდე­ბა ქო­ნე­ბის გა­და­სა­ხა­დის­გან.

2015 წელს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სიის მი­ხედ­ვით, დე­დოფ­ლის პი­რა­დი შე­მო­სავ­ლის ძი­რი­თა­დი წყა­რო ლან­კას­ტე­რის სა­ჰერ­ცო­გო იყო. ეს კერ­ძო ქო­ნე­ბაა, რო­მე­ლიც გა­მე­ფე­ბუ­ლი მო­ნარ­ქის­თვის შე­მო­სავ­ლის წყა­როს წარ­მო­ად­გენს. ის 652 მი­ლი­ონ ფუნტ სტერ­ლინ­გა­დაა შე­ფა­სე­ბუ­ლი. Times-ის თა­ნახ­მად, იმის გამო, რომ ეს მო­ნარ­ქის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ქო­ნე­ბაა, ის დე­დოფ­ლის ან­დერ­ძში არ გა­მოჩ­ნდე­ბო­და და უბ­რა­ლოდ, მემ­კვიდ­რე­ზე გა­და­ვი­დო­და, გა­და­სა­ხა­დის გა­დახ­დის გა­რე­შე.

სა­მე­ფო ოჯა­ხი აგ­რეთ­ვე აგ­რო­ვებს გა­და­სა­ხა­დებს სუ­ვე­რე­ნუ­ლი საგ­რან­ტო აქ­ტი­დან, იგი­ვე გა­და­სა­ხა­დე­ბის გა­დამ­ხდელ­თა ფონ­დი­დან, რო­მე­ლიც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა სა­მე­ფო სა­სახ­ლე­ე­ბის მო­სავ­ლე­ლად და სა­მე­ფო მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად, რო­გო­რი­ცაა ოფი­ცი­ა­ლუ­რი მი­ღე­ბე­ბი და მოგ­ზა­უ­რო­ბა. გრან­ტი, წლი­უ­რად, 100 მი­ლი­ონ დო­ლარს შე­ად­გენს.

დე­დო­ფალ ელი­სა­ბედ II-ის აქ­ტი­ვე­ბი

სა­მე­ფო ქო­ნე­ბა, იგი­ვე Crown Estate არის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს მი­წე­ბი­სა და სხვა ტი­პის სა­კუთ­რე­ბის ნაკ­რე­ბი, რო­მე­ლიც დე­დოფ­ლის სა­ჯა­რო ქო­ნე­ბას წარ­მოდ­გენ­და, თუმ­ცა ის არც მთავ­რო­ბის სა­კუთ­რე­ბაა და არც მო­ნარ­ქის კერ­ძო ქო­ნე­ბაა. მას “The Firm” – უინ­ძო­რის სახ­ლის წევ­რე­ბის ჯგუ­ფი მარ­თავს. დე­დო­ფალ­თან ერ­თად, ჯგუ­ფის წევ­რე­ბი იყ­ვნენ: მეფე ჩარლ­ზი და მისი ცოლი კა­მი­ლა, პრინ­ცი უი­ლი­ა­მი და მისი მეღ­ლე ქე­ი­თი, დე­დოფ­ლის ქა­ლიშ­ვი­ლი პრინ­ცე­სა ანა და დე­დოფ­ლის უმ­ცრო­სი ვაჟი, პრინ­ცი ედ­ვარ­დი და მისი ცოლი სოფი.

მო­ნარ­ქი ფლობს, მაგ­რამ ვერ ყი­დის სხვა­დას­ხვა ტი­პის ქო­ნე­ბას და აქ­ტი­ვებს, მათ შო­რის: Crown Estate (19,5 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი), ბუ­კინ­გე­მის სა­სახ­ლე (4,9 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი), კორ­ნუ­ო­ლის სა­ჰერ­ცო­გო (1,3 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი), ლან­კას­ტე­რის სა­ჰერ­ცო­გო (748 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი), კენ­სინგტო­ნის სა­სახ­ლე (630 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი) და Crown Estate Scotland (592 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი).

დე­დოფ­ლის აუ­რა­ცხე­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბა: წყლე­ბი და მი­წე­ბი

ელი­სა­ბე­დი იყო ერთ-ერთი იმ ადა­მი­ან­თა შო­რის, ვინც ყვე­ლა­ზე მეტ მი­წას ფლობ­და დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, მას ასე­ვე ჰქონ­და მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე დიდი სხვა­დას­ხვა ტი­პის პი­რა­დი კო­ლექ­ცი­ე­ბი. მის კო­ლექ­ცი­ა­ში ისე­თი ძვე­ლი ნივ­თე­ბი­ცაა, რომ­ლე­ბიც შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბით თა­რიღ­დე­ბა და მო­ნარ­ქებს მემ­კვიდ­რე­ო­ბით გა­და­ე­ცე­მათ. ძირ­ფა­სი სამ­კა­უ­ლე­ბით და­წყე­ბუ­ლი, იშ­ვი­ა­თი ბრი­ლი­ან­ტე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, დე­დო­ფალს ყვე­ლა­ფე­რი ჰქონ­და. ყვე­ლა­ფერ­ში ზღვის ფსკე­რიც კი მო­ი­აზ­რე­ბა. არა მხო­ლოდ ფსკე­რი, წყლე­ბი, რომ­ლე­ბიც დიდ ბრი­ტა­ნეთს აკ­რავს, 1963 წლი­დან დე­დო­ფალს ეკუთ­ვნო­და: ინ­გლი­სის არხი, ირ­ლან­დი­ის ზღვა, ჩრდი­ლო­ეთ ატ­ლან­ტის ოკე­ა­ნე და ჩრდი­ლო­ე­თის ზღვა. გაზი და ნავ­თო­ბიც ამ წყლებ­ში მო­ი­პო­ვე­ბა და ყვე­ლა­ფე­რი ეს შე­უ­ფა­სე­ბე­ლია, მაგ­რამ მხო­ლოდ ნავ­თო­ბი, 60 მი­ლი­არდ დო­ლა­რა­დაა შე­ფა­სე­ბუ­ლი. მო­ნარ­ქი ფლობს ზღვის სა­ნა­პი­რო­ებ­საც, რო­მელ­თა სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბა 100 მი­ლი­ონ დო­ლა­რამ­დე აღ­წევს.

დე­დოფ­ლის მემ­კვიდ­რე­ო­ბა­ში შე­დის აგ­რეთ­ვე მი­ლი­ო­ნო­ბით ჰექ­ტა­რი მიწა. კო­ლო­ნი­ზა­ცი­ის შემ­დეგ მი­ღე­ბუ­ლი მი­წე­ბი ჯამ­ში 6.6 მი­ლი­ონ ჰექ­ტა­რი მი­წის მფლო­ბელს ხდის დიდ ბრი­ტა­ნეთს და შე­სა­ბა­მი­სად, მო­ნარ­ქს. ეს დე­და­მი­წის ზე­და­პი­რის 1/6-ია. დე­დო­ფა­ლი ამ ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან ეკო­ნო­მი­კუ­რი შე­მო­სავ­ლე­ბის 15%-ს იღებ­და.

დე­დო­ფალსვე ეკუთ­ვნო­და ლონ­დო­ნის თა­უ­ე­რი, რო­მე­ლიც 56 მი­ლი­არდ დო­ლა­რა­დაა შფა­სე­ბუ­ლი და ბალ­მო­რა­ლისა (140 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი) და სენ­დრინ­გჰე­მის (65 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი) სა­სახ­ლე­ე­ბი.

ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შე­ბი­სა და ძვირ­ფა­სე­უ­ლო­ბის უზარ­მა­ზა­რი კო­ლექ­ცი­ე­ბი

თავ­და­პირ­ვე­ლად, მეფე ჩარლზ I-მა და­ი­წყო ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შე­ბის შეგ­რო­ვე­ბა და მას შემ­დეგ, მისი კო­ლექ­ცია მო­ნარ­ქებს მემ­კვიდ­რე­ო­ბით გა­და­ე­ცე­მა. კო­ლექ­ცი­ა­ში უძ­ვე­ლე­სი ნა­მუ­შევ­რე­ბიც კია მოხ­ვედ­რი­ლი. ფერ­წე­რის ნი­მუ­შე­ბის კო­ლექ­ცი­ის შეგ­რო­ვე­ბის ტრა­დი­ცი­ას ყო­ვე­ლი მმარ­თვე­ლი აგ­რძე­ლებ­და და ამ დრო­ის­თვის დე­დოფ­ლის კო­ლექ­ცი­ა­ში უკვე 150 000 ორი­გი­ნა­ლი ნა­მუ­შე­ვა­რია. ნა­მუ­შევ­რე­ბის ავ­ტო­რებს შო­რის უნდა იყოს: ლე­ო­ნარ­დო და­ვინ­ჩი, პი­ტერ პოლ რუ­ბენ­სი და რემ­ბრან­ტიც კი.

ელი­სა­ბედ II-ს ფა­ბერ­ჟეს კვერ­ცხე­ბის კო­ლექ­ცი­აც ჰქონ­და, ჯამ­ში მათი რა­ო­დე­ნო­ბა 600-ია. სა­მე­ფო ოჯახ­ში მათი შეგ­რო­ვე­ბის ტრა­დი­ცია 1900-იან წლებ­ში და­ი­წყო და 600-ვე მო­ოქ­რო­ვი­ლი კვერ­ცხი 200 მი­ლი­ონ დო­ლა­რა­დაა შე­ფა­სე­ბუ­ლი.

დე­დო­ფა­ლი ასე­ვე ფლობ­და მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბულ 530.2-კა­რა­ტი­ან ბრი­ლი­ან­ტის ქვას, რო­მე­ლიც 51$ მი­ლი­ო­ნა­დაა შე­ფა­სე­ბუ­ლი.

დე­დო­ფალ ვიქ­ტო­რი­ას გა­სა­ო­ცა­რი გვირ­გვი­ნიც ელი­სა­ბედ II-ს ეკუთ­ვნო­და. მას ზუ­ტად 1 333 ბრი­ლი­ან­ტი აქვს და მათი დი­ზა­ი­ნი Rundell & Bridge-მა 1820 წელს შექ­მნა. ის 700 000 $-დაა შე­ფა­სე­ბუ­ლი. ეს იგი­ვე გვირ­გვი­ნია, რო­მე­ლიც ელი­სა­ბედ II-მ 1953 წელს თა­ვის კო­რო­ნა­ცი­ა­ზე მი­ი­ღო და რე­გუ­ლა­რუ­ლად ატა­რებ­და.

დე­დოფ­ლის მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ქო­ნე­ბა

კი­დევ ერთი სა­ინ­ტე­რე­სო რამ, რაც დე­დოფ­ლის კუთ­ვნი­ლე­ბა­ში იყო, სა­ვაჭ­რო ცენ­ტრე­ბია: ელი­სა­ბედს 3 სა­ვაჭ­რო ცენ­ტრი ჰქონ­და. მათი სა­ერ­თო კა­პი­ტა­ლი კი 2 მი­ლი­არდს შე­ად­გენს.

მო­ნარ­ქი ფლობ­და შოტ­ლან­დი­ის ოქ­როს სა­ბა­დო­ებსაც, რომ­ლე­ბიც 1910 წლი­და­ნაა სა­მე­ფო ოჯა­ხის სა­კუთ­რე­ბა და 300 მი­ლი­ონ დო­ლა­რა­დაა შე­ფა­სე­ბუ­ლი.

ჰაიდ პარ­კი 1660 წლი­დან ეკუთ­ვნის სა­მე­ფო ოჯახს და 19 მი­ლი­არ­და­დაა შე­ფა­სე­ბუ­ლი.

ძვირ­ფა­სი მან­ქა­ნე­ბის კო­ლექ­ცია დე­დო­ფალ­მა 1940 წელს და­ი­წყო და მათი სა­ერ­თო ფასი 10 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რია.

Launer-ის ჩან­თე­ბის კო­ლექ­ცია. თი­თო­ე­ულ­ში ელი­სა­ბედ II-ს 2.500$ აქვს გა­დახ­დი­ლი და მას კო­ლექ­ცი­ა­ში სულ 200 ცალი ჰქონ­და. დე­დო­ფა­ლი Launer-ის ჩან­თებს 1950 წლი­დან აგ­რო­ვებ­და.

დე­დო­ფა­ლი და ბუ­ნე­ბა

დე­დოფ­ლის და ზო­გა­დად, სა­მე­ფოს სა­კუთ­რე­ბა­შია ინ­გლი­სის და უე­ილ­სის გე­დე­ბიც. ამ არე­ალ­ში გე­დე­ბის ზუს­ტი რი­ცხვი უც­ნო­ბია, მაგ­რამ 1 გედი აქ 300$-ად ფა­სობს და და­ახ­ლო­ე­ბით 130 000 დო­ლარს აღ­წევს მათი სა­ერ­თო ფასი. რო­გორც ცნო­ბი­ლია, დე­დო­ფა­ლი რე­გუ­ლა­რუ­ლად ით­ვლი­და გე­დე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას, რათა მათი პო­პუ­ლა­ცი­ის რა­ო­დე­ნო­ბა სტა­ბი­ლუ­რი ყო­ფი­ლი­ყო.

ასე­ვე, დე­დო­ფალს ჰყავ­და 450 სარ­ბო­ლო ცხე­ნი, მათ­გან 30 კი­დევ გა­მო­დის რბო­ლებ­ზე. მათი სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბა 9 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რია.

ღა­მუ­რე­ბის გუნდსაც კი ფლობ­და დე­დო­ფა­ლი, მან ისი­ნი 2019 წელს შე­ი­ფა­რა და შე­უ­ფა­სებ­ლე­ბი არი­ან. ისი­ნი პირ­ვე­ლად ბალ­მო­რა­ლის სა­სახ­ლის ჭერს ეწ­ვივ­ნენ და დე­დო­ფა­ლი იმ­დე­ნად გა­ნაც­ვიფ­რა ღა­მუ­რე­ბის გუნ­დმა, რომ სა­სახ­ლის ჭე­რის ფან­ჯრებს დღემ­დე ღიას ტო­ვე­ბენ, რომ ღა­მუ­რებს აქ შეს­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბა და­უ­ტო­ვონ.

ლონ­დო­ნის ზო­ო­პარკში იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი ორი ია­გუ­ა­რიც დე­დოფ­ლი­საა. ასე­თი ია­გუ­ა­რე­ბი მხო­ლოდ 600-ია მსოფ­ლი­ო­ში. ელი­სა­ბე­დის ორი­ვე ია­გუ­ა­რის ფასი 56 000$-ია.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close