დღის ამბები

ქართული ღვინის დიდი წარმატება – თელავის ღვინის მარანი

ქართული ღვინის დიდი წარმატება - თელავის ღვინის მარანი

თელავის ღვინის მარანის ღვინოებმა 8 ოქროს მედალი დაიმსახურეს ღვინის ინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და გავლენიან საერთაშორისო კონკურსზე – MUNDUS VINI Grand International Wine Award. ოფიციალური ინფორმაციით, რიგით 31-ე დაჯილდოებაზე 130-მა პროფესიონალმა ჟიურის წევრმა ჯამში 33 ქვეყნის 4185 ღვინო შეაფასა ბრმა დეგუსტაციის მეთოდით.

წარდგენილი 10 ნიმუშიდან, ოქროს მედალი და ჟიურის დადებითი შეფასება მოიპოვა მარანის 8 დასახელების ღვინომ, აქედან 2012 წლის მარანი რეზერვი კი კიდევ უფრო მაღალი ჯილდოს, Best of Show Georgia Red – Grand Gold-ის მფლობელი გახდა.

გამარჯვებული ღვინოებია:

2012 Marani Reserve – Grand Gold – Best of Show Georgia Red

2020 Satrapezo Saperavi – Gold

2019 Satrapezo 10 Qvevri – Gold

2019 Satrapezo Mtsvane – Gold

2019 Marani Kondoli Vineyards Saperavi – Gold

2021 Marani Kondoli Vineyards Mtsvane-Kisi – Gold

2020 Marani Mukuzani – Gold

2020 Marani Saperavi – Gold

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close