საზოგადოება

ანგარიში – 2021 წელს ჰოსპიტალიზაციათა 25.6% კოვიდთან, 15.1% სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობებთან, 11.3% – სასუნთქი სისტემის ავადმყოფობებთან იყო დაკავშირებული

ანგარიში - 2021 წელს ჰოსპიტალიზაციათა 25.6% კოვიდთან, 15.1% სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობებთან, 11.3% - სასუნთქი სისტემის ავადმყოფობებთან იყო დაკავშირებული

„2021 წელს საქართველოში პირველადი ჯანდაცვის დონეზე რეგისტრირებულია 14 094 745 მიმართვა (2020 წელს 13 686 421). საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ამოქმედების შემდეგ მოსახლეობის მიმართვიანობა, როგორც ამბულატორიულ, ასევე სტაციონარულ დაწესებულებებში მკვეთრად გაიზარდა. 2021 წელს ამბულატორიულ-პოლიკლინიკური მომსახურებისთვის და სასწრაფო დახმარებისთვის მიმართვათა რაოდენობა ერთ სულ მოსახლეზე წინა წელთან შედარებით 4.4-ს გაუტოლდა (2020 წელს 3.7 იყო).

2021 წლის ჰოსპიტალიზაციათა მაღალი რაოდენობით გამორჩეული დაავადებათა 10 კლასი: COVID19, სისხლის მიმოქცევის სისტემების დაავადებები, სასუნთქი სისტემის დაავადებები, საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები, დაზიანება, მოწამვლა და გარე მიზეზების ზემოქმედებები, შარდ-სასქესო სისტემის დაავადებები, სიმსივნეები, ნერვული სისტემის დაავადებები, ზოგიერთი ინფექციური და პარაზიტული დაავადებები, ფსიქიკური და ქცევითი აშლილობები,“ – აღნიშნულია ანგარიშში.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2021 წელს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მიერ განხორციელებულ იქნა 1 334 613 გამოძახებაზე გასვლა, მაჩვენებელმა 1 სულ მოსახლეზე 0.4 შეადგინა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close