განათლებაეკონომიკა

რა ჯდება ბავშვის სასკოლოდ მომზადება

რა ჯდება ბავშვის სასკოლოდ მომზადება

წინასასკოლო მზადება ფაქტობრივად, სრულდება და მათი დიდი ნაწილი, ვინც სკოლაში მიდის, ამ დღისთვის უკვე მზად არის. თუმცა, ეს პროცესი არც ისე მარტივია მშობლებისთვის, რადგან წლიდან წლამდე მზადებისთვის განკუთვნილი ხარჯები მატულობს.

მათ, ვინც საჯარო სკოლაში დადიან, საქმე შედარებით მარტივად აქვთ, რადგან სასწავლო პროგრამისთვის განკუთვნილი წიგნები განათლების სამინისტროსგან გადაეცემათ, განსხვავებით კერძო სკოლებისგან, სადაც წიგნები მშობელმა უნდა შეიძინოს. თუმცა, ჩანთა და საკანცელარიო ნივთები არის ის, რაც უკლებლივ ყველა ბავშვისთვის აუცილებლობას წარმოადგენს იმის მიუხედავად, საჯარო სკოლაში მიდის თუ კერძოში.

„წელს პირველ კლასში მიდის და ვეცადე, ყველაფერი საუკეთესო ხარისხის მეყიდა, ჩანთა, რომელსაც მყარი ზურგი ექნებოდა და საკანცელარიოებიც, როგორც შემეძლო, კარგები ვუყიდე. ჩანთაში 199 ლარი მივეცი, საკანცელარიოებიც, ჯამში ყველაფერი დაახლოებით 200 ლარი დამიჯდა. ნივთების ნაწილი ბაზრობაზე ვიყიდე, ნაწილიც – მაღაზიაში“ – განაცხადა პირველკლასელი ბავშვის დედამ.

„დაახლოებით იგივე ნივთების ყიდვაში 100 ლარით მეტი გადავიხადე ჯამში. შარშან ჩანთაში 50 ლარი მივეცი, ახლა 80-ზე იაფად ნორმალური ხარისხის ვერ ვნახე. საკანცელარიო ნივთებში 100 ლარი გადავიხადე. ყველაფერი ბაზრობაზე ვიყიდე“, – აცხადებს მშობელი.

გთავაზობთ მაღაზიათა ქსელ „ბიბლუსის“ მიერ წარმოდგენილ სასკოლო ნივთებს:

აქ წარმოდგენილი ჩანთები არის ორი სახის – როგორც მხრებზე გასაკეთებელი, ისე გორგოლაჭებიანი. ჩანთების გარკვეულ ნაწილს მოჰყვება საკალმე და ლანჩბოქსი. ჩანთები, ისევე, როგორც მაღაზიის სრული ასორტიმენტი, ნებისმიერი სოციალური ფენისთვის არის განკუთვნილი და ამას მოწმობს შემდეგი ფაქტიც: ჩანთების ღირებულება აქ 14,95 ლარიდან იწყება.

რაც შეეხება საკალმეებს, არჩევანი აქაც საკმაოდ დიდია და მათი ფასი 2,5 ლარიდან იწყება. ამ ფასად ფერების საკმაოდ დიდი არჩევანია „ბიბლუსში“. ასორტიმენტში ასევე საკალმეებიც შეგხვდებათ, რომელშიც ყველა ის საშუალება დევს, რაც მოსწავლეს სჭირდება.

კალმის ფასი აქ 0,25 ლარიდან იწყება, რვეულების – 0,40 ლარიდან, ფანქრების – 2,50 ლარიდან, ფლომასტერების კი – 4,50 ლარიდან, საშლელები – 0,20 ლარიდან, მშრალი წებო და მაკრატელი კი 0,95 ლარიდან.

„რის შეძენას შეძლებთ „ბიბლუსში“ 50 ლარად?“ – შეთავაზებაში შედის: ზურგჩანთა, საკალმე, 1 ცალი 12 და 40-ფურცლიანი, და ორ-ორი 48 და 88-ფურცლიანი რვეულები, ასევე 12-12-ფერიანი ფლომასტერები და ფანქრები, პლასტელინი, სათვლელი ჯოხები, საშლელი, ფერადი ქაღალდების ალბომი, წებო, მაკრატელი, ორი ცალი ფანქარი საშლელით, ორი ცალი ბურთულიანი კალამი და საშლელიანი კალამი, წებოვანი წიგნზე გადასაკრავი და არაწებოვანი გადასაკრავი.

„რის შეძენას შეძლებთ „ბიბლუსში“ 100 ლარად?“ – შეთავაზებაში შედის: ზურგჩანთა, საკალმე, 1 ცალი 12 და 40-ფურცლიანი, 6 ცალი 48-ფურცლიანი და 5 ცალი 96-ფურცლიანი რვეული, ფერადი ქაღალდების ალბომი, მაკრატელი, საშლელი, წებო, 2 ცალი 12-ფერიანი ფანქრების ნაკრები, 2 ცალი 12-ფერიანი ფლომასტერი, ფერადი აკვარელი, 2 ცალი სათვლელი ჩხირი, პლასტელინი, ფარგალის ნაკრები, 2 ცალი საშლელიანი ფანქარი, 2 ცალი ბურთულიანი კალამი, კალამი საშლელით და წიგნის წებოვანი და არაწებოვანი გადასაკრავები.

როგორც ჩანს, ბავშის სასკოლოდ მომზადება არც ისე მცირე ფინანსებს უკავშირდება. საშუალოდ, სასკოლო საჭიროების საშუალო მაჩვენებელმა დაახლოებით 300 ლარი შეადგინა, თუმცა ამ პრობლემის გადაჭრა უფრო ბიუჯეტურადაც არის შესაძლებელი, თუკი ამა თუ იმ მაღაზიის აქციით ისარგებლებთ ან საჭირო ნივთებს ბაზრობაზე შეიძენთ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close