კულტურა

Emmy 2022-ის გამარჯვებულები დასახელდნენ

Emmy 2022-ის გამარჯვებულები დასახელდნენ

ლოს-ანჯელესში Emmy-ის დაჯილდოების 74-ე ცერემონია გაიმართა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, წლის საუკეთესო დრამატული სერიალის კატეგორიაში შოუმ „მემკვიდრეებმა“ გაიმარჯვა. კორეული სერიალი „კალმარის თამაში“ საუკეთესო რეჟისურისთვის დაჯილდოვდა, შოუში მთავარი როლის შემსრულებელი ლი ჯონ-ჯე კი პირველი აზიელი მსახიობი გახდა, ვინც ტელეაკადემიის ჯილდო მიიღო დრამატულ სერიალში კაცის საუკეთესო როლის შესრულებისთვის. დრამატულ სერიალში ქალის საუკეთესო როლის შემსრულებლად კი ზენდაია დასახელდა. ის პირველი აფროამერიკელი გახდა, ვინც ამ ნომინაციაში გაიმარჯვა.

„ტედ ლასო“ საუკეთესო კომედიურ სერიალად დასახელდა, შოუში მთავარი როლის შემსრულებელი ჯეისონ სუდეიკისი კი კომედიურ სერიალებში საუკეთესო კაც მსახიობად აღიარეს. საუკეთესო მინი-სერიალი „თეთრი ლოტოსი“ გახდა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close