ეკონომიკა

საქართველოში სიმინდის იმპორტი 14-წლიან მინიმუმზეა

საქართველოში სიმინდის იმპორტი 14-წლიან მინიმუმზეა

საქართველოში სიმინდის იმპორტი მკვეთრად შემცირდა. საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის 8 თვეში ქვეყანაში 8.9 ათასი ტონა სიმინდი შემოვიდა, რაც გასული წლის მაჩვენებელზე, 51 ათას ტონაზე, 82.5%-ით ნაკლებია და მინიმუმ, 14 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

რაც შეეხება ღირებულებას, ქართველმა იმპორტიორებმა ამ მარცვლეულში წელს 5.9 მილიონი აშშ დოლარი გადაიხადეს, რაც ასევე 2010 წლის შემდეგ ყველაზე დაბალია – წინა წელს ეს რიცხვი 14.7 მილიონი იყო.

წინა წლის მსგავსად, ქვეყანაში მთავარი შემომტანი კვლავ რუსეთია, 5 უმსხვილესი მომწოდებლის ჩამონათვალი კი შემდეგნაირია:

  1. რუსეთი – 7.57 ათასი ტონა;
  2. თურქეთი – 655.7 ტონა;
  3. საფრანგეთი – 155 ტონა;
  4. სამხრეთ აფრიკა – 130 ტონა;
  5. ავსტრია – 116 ტონა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close