მსოფლიო

რა ხდება ბრიტანეთში დედოფლის სიკვდილის შემდეგ – ოპერაცია “ლონდონის ხიდი” და ახალი მეფე: სამეფო ტახტს ჩარლზი დაიკავებს

რა ხდება ბრიტანეთში დედოფლის სიკვდილის შემდეგ - ოპერაცია "ლონდონის ხიდი" და ახალი მეფე: სამეფო ტახტს ჩარლზი დაიკავებს

დიდი ბრი­ტა­ნე­თის დე­დო­ფა­ლი ელი­სა­ბედ მე­ო­რე 96 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ინ­ფორ­მა­ცი­ას ბრი­ტა­ნუ­ლი მე­დია ბუ­კინ­გე­მის სა­სახ­ლე­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს. გან­ცხა­დე­ბა­ში წე­რია: “დე­დო­ფალ­მა მშვი­დად გა­ნის­ვე­ნა ნა­შუ­ა­დღევს ბალ­მო­რალ­ში. მეფე და დე­დო­ფა­ლი კონ­სორ­ტი ამ სა­ღა­მოს ბალ­მო­რალ­ში დარ­ჩე­ბი­ან და ლონ­დონ­ში ხვალ დაბ­რუნ­დე­ბი­ან”.

ელი­სა­ბედ II ტახ­ტზე 70 წლის წინ, 1952 წელს ავი­და და ის ბრი­ტა­ნეთს ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე ხან­გრძლი­ვი დრო­ით მარ­თავ­და. ელი­სა­ბედ მე­ო­რე გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს გარ­და, კი­დევ 14 და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფოს, მათ შო­რის კა­ნა­დის, ავ­სტრა­ლი­ი­სა და ახა­ლი ზე­ლან­დი­ის მე­თა­უ­რი იყო.

რა მოხ­დე­ბა ბრი­ტა­ნეთ­ში დე­დოფ­ლის სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ… ქვე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი პუნ­ქტე­ბი, “გარ­დი­ან­მა” ჯერ კი­დევ მის სი­ცო­ცხლე­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა…

  1. ოპე­რა­ცია “ლონ­დო­ნის ხიდი” ამოქ­მედ­დე­ბა. Guardian-ის ცნო­ბით, ამ გეგ­მას სწო­რედ „ლონ­დო­ნის ხიდი“ ჰქვია.
  2. იტყვი­ან კო­დურ სი­ტყვას, “ლონ­დო­ნის ხიდი ჩა­მოშ­ლი­ლია…“ Guardian-ის გა­მო­ძი­ე­ბის თა­ნახ­მად, დე­დოფ­ლის ექი­მის­გან გარ­დაც­ვა­ლე­ბა­ზე ამ­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ, მო­ნარ­ქის პი­რა­დი მდი­ვა­ნი – ამ­ჟა­მად ედ­ვარდ იან­გი პრე­მი­ერ-მი­ნისტრს ლიზ ტრასს და­უ­რე­კავს და ეტყვის: “ლონ­დო­ნის ხიდი ჩა­მოშ­ლი­ლია”. შემ­დეგ ბრი­ტა­ნე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო და­უ­რე­კავს 15 მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გე­ნელს, რო­მელ­თა სა­ხელ­მწი­ფოს მე­თა­უ­რი დე­დო­ფა­ლია და თა­ნა­მე­გობ­რო­ბის 36 სა­ხელ­მწი­ფოს, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ყო­ფი­ლი კო­ლო­ნი­ე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ას, სა­დაც ის რჩე­ბა სიმ­ბო­ლურ ფი­გუ­რად, რათა აც­ნო­ბონ სამ­წუ­ხა­რო ამ­ბა­ვი…
  3. ხალ­ხი გა­ი­გებს რო­გორც თა­ნა­მედ­რო­ვე, ისე ძვე­ლი გზე­ბით. მე­დია იქ­ნე­ბა სრუ­ლად ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი. ამავდრო­უ­ლად, სა­მე­ფო ოჯა­ხის ოფი­ცი­ა­ლურ ვებგ­ვერ­დზე გა­მოჩ­ნდე­ბა გან­ცხა­დე­ბა.
  4. პრე­სას აქვს სა­კუ­თა­რი გეგ­მე­ბი. უმე­ტეს მსხვილ გა­მო­ცე­მებს წი­ნას­წარ აქვთ ნეკ­რო­ლო­გე­ბი მომ­ზა­დე­ბუ­ლი, რო­მელ­თაც გა­მო­აქ­ვეყ­ნე­ბენ.
  5. ქვე­ყა­ნა­ში დრო­შე­ბი და­ეშ­ვე­ბა და ქა­ლა­ქის ეკ­ლე­სი­ებ­ში ზა­რე­ბი და­ი­რე­კე­ბა. ხალ­ხი და­ი­წყებს შეკ­რე­ბას ბუ­კინ­გე­მის სა­სახ­ლეს­თან, რად­გან ერი დაკ­რძალ­ვის წინ ათ­დღი­ა­ნი გლო­ვის პე­რი­ოდ­ში შე­დის.
  6. შე­იკ­რი­ბე­ბა ბრი­ტა­ნე­თის პარ­ლა­მენ­ტი. დე­დოფ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მო­მენ­ტში პრინ­ცი ჩარლ­ზი გახ­დე­ბა მეფე.
  7. სა­მე­ფო ტახტს და­ი­კა­ვებს ჩარლ­ზი, ახა­ლი მო­ნარ­ქის პო­ზი­ცი­ის გა­სამ­ყა­რებ­ლად რამ­დე­ნი­მე რი­ტუ­ა­ლი გა­ი­მარ­თე­ბა. მე­ო­რე დღეს, დი­ლის 11 სა­ათ­ზე, ჩარლ­ზი გა­მო­ცხად­დე­ბა მე­ფედ და ის და­დებს ფიცს, რო­მელ­საც ერ­თო­ბის დეკ­ლა­რა­ცია ეწო­დე­ბა. თუმ­ცა, კო­რო­ნა­ცია რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში არ შედ­გე­ბა, რად­გან გლო­ვის პე­რი­ო­დი გაგ­რძელ­დე­ბა და ცე­რე­მო­ნი­ის მომ­ზა­დე­ბის­თვის დრო არის სა­ჭი­რო.
  8. ჩარლ­ზი აირ­ჩევს სა­ხელს – ბრი­ტა­ნე­ლი მო­ნარ­ქე­ბი ტახ­ტზე ას­ვლი­სას უფ­ლე­ბას იტო­ვე­ბენ, აირ­ჩი­ონ სა­კუ­თა­რი სა­ხე­ლი. იყო ვა­რა­უ­დი, რომ ჩარლ­ზი სხვა სა­ხელს აირ­ჩევ­და – შე­საძ­ლოა, ჯორ­ჯი – ბა­ბუ­ის პა­ტივ­სა­ცე­მად ან ფი­ლი­პე – მა­მის, რად­გან პირ­ვე­ლი ორი მეფე და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყო ინ­გლი­სის სა­მო­ქა­ლა­ქო ომებ­თან. მაგ­რამ დიდი შან­სია, ჩარლ­ზი შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს თა­ვის სა­ხელს და გახ­დე­ბა მეფე ჩარლზ III. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ასე­ვე იყო დე­ბა­ტე­ბი ჩარლ­ზის მე­უღ­ლის ტი­ტუ­ლის შე­სა­ხებ, მას დე­დო­ფა­ლი კა­მი­ლა და­არ­ქვეს.
  9. შე­იძ­ლე­ბა თუ არა უი­ლი­ა­მი გახ­დეს მეფე? – არ­სე­ბობს ასე­თი ვა­რა­უ­დიც, რომ ჩარლ­ზი და­ტო­ვებს ტახტს უფრო პო­პუ­ლა­რუ­ლი შვი­ლის სა­სარ­გებ­ლოდ. მაგ­რამ, სა­ვა­რა­უ­დოდ, ჩარლ­ზი შე­ას­რუ­ლებს იმ მო­ვა­ლე­ო­ბას, რო­მელ­საც იმა­ზე დიდ­ხანს ელო­და, ვიდ­რე რო­მე­ლი­მე სხვა ბრი­ტა­ნე­ლი მემ­კვიდ­რე. ის 3 წლი­დან მემ­კვიდ­რეა.
  10. მეფე ჩარლ­ზი მო­ი­ნა­ხუ­ლებს მშობ­ლი­ურ კუ­თხე­ებს. მას შემ­დეგ, რაც ჩარლ­ზი მე­ფედ გა­მო­ცხად­დე­ბა, ის გეგ­მავს ბრი­ტა­ნე­თის კუნ­ძუ­ლე­ბის, ინ­გლი­სის, შოტ­ლან­დი­ის, უელ­სი­სა და ჩრდი­ლო­ეთ ირ­ლან­დი­ა­ში ტურ­ნეს და­წყე­ბას, რათა შეხ­ვდეს ლი­დე­რებს და და­ეს­წროს მსა­ხუ­რე­ბებს. ჩარლ­ზი ხალ­ხს შეხ­ვდე­ბა.
  11. მას შემ­დეგ რაც ჩარლ­ზი ლონ­დონ­ში დაბ­რუნ­დე­ბა, დე­დოფ­ლის სა­სახ­ლე ბუ­კინ­გე­მის სა­სახ­ლი­დან ნელი მსვლე­ლო­ბით გა­ემ­გზავ­რე­ბა ვეს­ტმინ­სტერ­ში… ვეს­ტმინ­სტერ­ში ჩას­ვლის შემ­დეგ, სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­ე­ცე­მა უფ­ლე­ბა, ეწ­ვი­ოს და პა­ტი­ვი მი­ა­გოს დე­დო­ფალს რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში.
  12. ინ­გლი­სე­ლე­ბის­თვის დე­დოფ­ლის დაკ­რძალ­ვა, სა­ვა­რა­უ­დოდ, ეროვ­ნუ­ლი დღე­სას­წა­უ­ლი იქ­ნე­ბა. დე­დო­ფალს ვეს­ტმინ­სტე­რის დარ­ბა­ზი­დან ვეს­ტმინ­სტე­რის სა­ა­ბა­ტო­ში გა­და­ას­ვე­ნე­ბენ წირ­ვის­თვის, რო­მე­ლიც ტე­ლე­ვი­ზი­ით გა­და­ი­ცე­მა, მაგ­რამ კა­მე­რე­ბი ლოც­ვის დროს სა­მე­ფო ოჯა­ხის დამ­წუხ­რე­ბუ­ლი სა­ხე­ე­ბის ჩვე­ნე­ბის­გან თავს შე­ი­კა­ვე­ბენ, იუ­წყე­ბა Guardian. დე­დო­ფალ ელი­სა­ბედს უინ­ძო­რის ცი­ხე­სი­მაგ­რე­ში დაკ­რძა­ლა­ვენ, მე­მო­რი­ა­ლურ სამ­ლოც­ვე­ლო­ში.
  13. რო­გორც კი ჩარლ­ზი ხდე­ბა მეფე, უი­ლი­ა­მი და­ი­კა­ვებს მემ­კვიდ­რის თა­ნამ­დე­ბო­ბას. ის ასე­ვე მი­ი­ღებს უელ­სის პრინ­ცის ტი­ტულს, რო­მე­ლიც ტრა­დი­ცი­უ­ლად ენი­ჭე­ბა ტახ­ტის შემ­დე­გი ხა­ზის მემ­კვიდ­რეს. ეს ქე­ითს უელ­სის პრინ­ცე­სად აქ­ცევს, მაგ­რამ იმის გამო, რომ ეს იყო დი­ა­ნას ტი­ტუ­ლი, მან შე­საძ­ლოა სხვა აირ­ჩი­ოს თა­ვი­სი გარ­დაც­ვლი­ლი დე­დამ­თი­ლის პა­ტი­ვის­ცე­მის გამო. დე­დოფ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბა უი­ლი­ა­მი­სა და ქე­ი­თის შვი­ლებს სა­მე­ფო ტახ­ტზე ასე გა­და­ა­ნა­წი­ლებს – მე­ო­რე ად­გილ­ზე (ჯორ­ჯი), მე­სა­მე­ზე (შარ­ლო­ტა) და მე­ო­თხე­ზე (ლუი). პრინ­ცი ჰარი მათ ქვე­მოთ, მე­ხუ­თე ად­გილ­ზე დარ­ჩე­ბა.
  14. კა­მა­თი მიმ­დი­ნა­რე­ობს იმა­ზე, თუ რა მო­უ­ვა მო­ნარ­ქი­ას ელი­სა­ბე­დის შემ­დეგ. დიდი შან­სია, რომ ყვე­ლა­ფე­რი უც­ვლე­ლად დარ­ჩეს. ბოლო გა­მო­კი­თხვის თა­ნახ­მად, ბრი­ტა­ნე­ლე­ბის თით­ქმის 70 პრო­ცენ­ტი მო­ნარ­ქი­ის მომ­ხრეა. და ვი­ნა­ი­დან ჩარლზს ასა­კის გამო, სა­ვა­რა­უ­დოდ, ხან­მოკ­ლე მე­ფო­ბა ექ­ნე­ბა, მო­ნარ­ქია გა­აგ­რძე­ლებს ზრდას.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close