ეკონომიკა

საქართველოდან ხილისა და თხილის ექსპორტი 9,5%-ით გაიზარდა

საქართველოდან ხილისა და თხილის ექსპორტი 9,5%-ით გაიზარდა

8 თვის განმავლობაში, 2022 წლის იანვრიდან აგვისტომდე, საქართველომ ექსპორტზე 105,1 მილიონი დოლარის ოდენობით ხილი და თხილი გაიტანა, რაც 9,5%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქვეყნებს.

2022 წლის 1-ლი სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოდან ექსპორტირებული ხილის მნიშვნელოვანი წილი შემდეგ პროდუქტებზე მოდის:

თხილი – ამ პერიოდში ექსპორტის ღირებულებამ 45,2 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 3,6%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. თხილი ექსპორტირებულია 35 ქვეყანაში, ძირითადი საექსპორტო ბაზარი ევროკავშირის ქვეყნებია, სადაც 33 მილიონი დოლარის თხილია მიწოდებული.

ატამი და ვაშლატამა – საექსპორტო ღირებულება 28,4 მლნ დოლარი იყო, რაც 3,6%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

მოცვი – ექსპორტის ღირებულებამ 8,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 49%-ით მეტია გასული წლის 1-ლი სექტემბრის მაჩვენებელთან შედარებით.

ვაშლი – ექსპორტის ღირებულებამ 5,5 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც 0,5%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close