ეკონომიკა

საქართველოდან ცოცხალი ცხვრის ექსპორტი შემცირდა – საექსპორტო ქვეყნები

საქართველოდან ცოცხალი ცხვრის ექსპორტი შემცირდა - საექსპორტო ქვეყნები

საქართველოდან ცოცხალი ცხვრის ექსპორტი შემცირდა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, იანვარ-ივლისში ქვეყანამ ცხვრის რეალიზებით 9.2 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო და ჯამში ექსპორტზე 2 748 ტონა ცხვარი გავიდა.

უნდა აღინიშნოს, რომ გასული წლის ამავე პერიოდში ცოცხალი ცხვრის რეალიზებით მიღებული შემოსავალი 16.5 მლნ დოლარს შეადგენდა. შესაბამისად, 2022 წლის პირველ შვიდ თვეში ცხვრის ექსპორტი 44.1%-ით შემცირებულია.

სტატისტიკიდან ჩანს, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში ცოცხალი ცხვრის მთავარი საექსპორტო ქვეყანა საუდის არაბეთი იყო. წელს კი ამ მიმართულებით საქონლის ექსპორტი მნიშვნელოვნად – 72.2%-ით შემცირდა.

2022 წლის 7 თვეში ცოცხალი ცხვრის საექსპორტო ბაზრების ჩამონათვალი ასეთია:

1. საუდის არაბეთი – 3.6 მლნ დოლარი, 858 ტონა;
2. აზერბაიჯანი – 3.1 მლნ დოლარი, 1 042 ტონა;
3. ეგვიპტე – 1.2 მლნ დოლარი, 350 ტონა;
4. იორდანია – 1.1 მლნ დოლარი, 473 ტონა;
5. ყატარი – 100 ათასი დოლარი, 24 ტონა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close