კულტურა

ჰააგაში საელჩოების ტრადიციული ფესტივალი „მრავალჟამიერით” გაიხსნა

ჰააგაში საელჩოების ტრადიციული ფესტივალი „მრავალჟამიერით" გაიხსნა

ნიდერლანდების სამეფოს ქალაქ ჰააგაში საელჩოების ტრადიციული ფესტივალი „მრავალჟამიერით“ გაიხსნა. საკონცერტო პროგრამის გარდა, საქართველოს პავილიონში ნიდერლანდების სამეფოში მცხოვრები ახალგაზრდა ქართველი ხელოვანების ნამუშევრები გამოფინეს.

„საელჩოების ფესტივალს აქვს ორი კომპონენტი. ერთია, საერთაშორისო გამოფენა-გაყიდვა. მეორე კი, მუსიკა. ძალიან გვიხარია, რომ საფესტივალო პროგრამა გაიხსნა „მრავალჟამიერით“. სასიხარულოა, რომ უამრავი ადამიანი მოდის ჩვენს პავილიონთან და ეცნობა ჩვენს კულტურას, აგემოვნებს ქართულ კერძებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციისთვის“, – განაცხადა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნიდერლანდების სამეფოში, დავით სოლომონიამ.

ფესტივალი ტრადიციულია და ყოველ წელს, სექტემბრის დასაწყისში იმართება.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close