მსოფლიო

500 მლნ დოლარი სუფთა ენერგიისთვის და Amazon-ის ფსონი წყალბადზე – როგორ ცდილობს მსოფლიო კლიმატური პირობების გაუმჯობესებას

500 მლნ დოლარი სუფთა ენერგიისთვის და Amazon-ის ფსონი წყალბადზე - როგორ ცდილობს მსოფლიო კლიმატური პირობების გაუმჯობესებას

აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ინოვაციური, სუფთა ენერგიის ტექნოლოგიების შესწავლისთვის და წარმოების მეთოდების დანერგვისთვის 54 უნივერსიტეტს და 11 ეროვნულ ლაბორატორიას 540 მილიონ დოლარს გამოუყოფს. პროექტებს შორისაა უკეთესი კომერციული მზის ტექნოლოგიების კვლევა, ნახშირორჟანგის პირდაპირი ჰაერის დაჭერის კვლევა, წყალბადის წარმოების ღირებულების შემცირება და გრძელვადიანი ენერგიის შენახვა.

„დღეს გამოცხადებული კვლევითი პროექტები გააძლიერებს მეცნიერულ საფუძვლებს, რომლებიც საჭიროა შეერთებული შტატებისთვის, იმისთვის, რონ სუფთა ენერგიის ინოვაციებში ლიდერობა შევინარჩუნოთ“, – ნათქვამია ჯენიფერ გრანჰოლის განცხადებაში.

იუტელმა ფინტექ მეწარმემ, კლეი უილკესმა და მისმა მეუღლემ ახალი კლიმატის ცენტრისთვის იუტას უნივერსიტეტისთვის 20 მილიონი დოლარი გაიღეს. უილკესი, რომელმაც ააშენა და შემდეგ გაყიდა ფინტექნიკური ფირმა Galileo Financial Technologies, ამბობს, რომ კლიმატური ცვლილების მოგვარება გადაუდებელი საკითხია, რაზეც მთელი კაცობრიობის ბედია დამოკიდებული.

პარალელურად, კომპანია PepsiCo-მ გამოაცხადა, რომ აფართოებს მიწოდების ჯაჭვში UBQ Materials-ის მიერ წარმოებული ბიოდეგრადირებადი პლასტმასისგან წარმოებული მასალების გამოყენებას.

MIT-ის მკვლევარებმა კი ეკოლოგიურად სუფთა ბატარეების წარმოების გზა შეიმუშავეს, ისინი პროდუქციას იაფფასიანი მასალების გამოყენებით, ალუმინით და გოგირდით ქმნიან. აქამდე ბატარეებისთვის იშვიათ მასალას ლითიუმს იყენებდნენ, რაც როგორც ეკოლოგიური, ასევე ფინანსური თვალსაზრისით ზიანის მომტანი იყო. ბატარეები შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვადასხვა მიზნებისათვის.

ნახშირბადის მართვის ფირმამ Carbon Direct-მა გამოაცხადა, რომ 60 მილიონი აშშ დოლარის დაფინანსება მოიზიდა, რომელიც გამოყენებული იქნება ბიზნესის გაფართოებისთვის. მათი მიზანია დაეხმაროს მომხმარებლებს სათბურის გაზების ემისიების შემცირებაში.

კომპანია ES Solar და ენერგიის შემნახველი კომპანია sonnen ერთობლივად მუშაობენ ენერგეტიკულ კომპანია Rocky Mountain Power-თან, რათა გააფართოვონ Wattsmart პროგრამა. პროგრამა უზრუნველყოფს ბატარეებს იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც მზის ენერგიის სისტემებს ყიდულობენ. ეს ყვეაფერი კი იმას ნიშნავს, რომ მალე მზის ბატარეები ბევრად გავრცელებული და იაფი იქნება.

გერმანულმა Dryad-მა, რომელიც ტყის ხანძრის ადრეული გამოვლენისთვის მზის ენერგიაზე მომუშავე სენსორებს აშენებს გამოაცხადა, რომ 10,5 მილიონი დოლარის დაფინანსება მოიპოვა.

ამავდროულად სიცხემ და დაბალმა ნალექებმა მდინარე კოლორადო “კრიტიკულ წერტილამდე“ მიიყვანა, რის გამოც ფედერალურმა მთავრობამ მკვეთრად შეამცირა მდინარის გამოყენების არეალი. თუ ტენდენციები გაგრძელდება, ამან შეიძლება საფრთხე შეუქმნას უამრავ საქმიანობას, მათ შორის ელექტროენერგიის წარმოებას ჰუვერის კაშხალიდან.

მწვანე ტრანსპორტის განახლება

კალიფორნია აშშ-ის ელექტრომობილების მთავარ ბაზარს ფლობს. მხოლოდ წელს ბატარეებზე მომუშავე მოდელებზე, ახალი მანქანების გაყიდვების 15% მოდის. მაგრამ “გოლდენ სტეიტს“ კიდევ უფრო დიდი მიზნები აქვს, ეს არის ნულოვანი გამონაბოლქვი მანქანებისგან. მიმდინარე კვირაში მან ოფიციალურად დაამტკიცა კანონი, რომელიც 2035 წლისთვის ბენზინზე მომუშავე მანქანების გაყიდვას აკრძალავს. ახალ კანონს აქვს პოტენციალი გახდეს დე ფაქტო ეროვნული სტანდარტი.

Amazon Plug Power-ის “მწვანე” წყალბადს 2,1 მილიარდ დოლარად იყიდის. ახლა Amazon დიდ ფსონს დებს სუფთა საწვავზე. გავრცელებული ინფორმაციით, ის ასევე გახდება Plug-ის 16 მილიონი აქციის მფლობელი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close