ეკონომიკა

საქართველოდან, ექსპორტზე 116 ტონა თაფლი გავიდა – ექსპორტის 88% EU-ზე მოდის

საქართველოდან, ექსპორტზე 116 ტონა თაფლი გავიდა - ექსპორტის 88% EU-ზე მოდის

საქართველომ 2022 წლის იანვარ-ივლისში თაფლის ექსპორტით, ამ პერიოდისთვის რეკორდული 490 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო. შედეგად ქვეყნიდან სხვადასხვა ქვეყანაში 116 ტონა თაფლის რეალიზება მოხდა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ექსპორტირებული საქონლის მოცულობა გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებლის ანალოგიურია, თუმცა ღირებულება 23.4%-ით გაიზარდა.

აღსანიშნია, რომ ექსპორტირებული თაფლი დიდი ნაწილი – 103 ტონა, რაც სრული რეალიზების 88%-ს შეადგენს ამ პერიოდში ევროკავშირის ქვეყნებში გავიდა. შესაბამისად საქართვლომ ევროკავშირში 402 ათასი დოლარის თაფლის გაიტანა, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მიღებულ შემოსავალს 32%-ით აღემატება.

რაც შეეხება საექსპორტო ბაზრებს, სადაც 7 თვეში თაფლის ექსპორტი ყველაზე დიდი რაოდენობით განხორციელდა, ამ ქვეყნების TOP-5-ეული ასეთია:

1. საფრანგეთი – 202.2 ათასი დოლარი, 34 ტონა;
2. ბულგარეთი – 195 ათასი დოლარი, 67 ტონა;
3. ისრაელი – 30 ათასი დოლარი, 5 ტონამდე;
4. არაბთა გაერთიანებული საამიროები – 18 ათასი დოლარი, 2 ტონა;
5. იაპონია – 16 ათასი დოლარი, 1 ტონა;

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close