ეკონომიკა

საქართველოდან ოქროს ექსპორტი 36%-ით გაიზარდა – სად ვყიდით ძვირფას ლითონს

საქართველოდან ოქროს ექსპორტი 36%-ით გაიზარდა - სად ვყიდით ძვირფას ლითონს

მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან ოქროს ექსპორტმა 49.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის მაჩვენებელზე, 36.8 მილიონ დოლარზე, თითქმის 36%-ით მეტია.

საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნირები არიან:

შვეიცარია – 46.666 მლნ;

გერმანია – 2.631 მლნ;

თურქეთი – 1.156 მლნ;

არაბთა გაერთიანებული საამიროები – 447.56 ათასი.

ცნობისთვის, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მარტის დასაწყისში საერთაშორისო ბირჟაზე ოქროს ფასმა მკვეთრი ზრდა დაიწყო და 2,000 დოლარსაც კი გადააჭარბა, თუმცა მას შემდეგ ღირებულება იკლებს და დღეს ფასი 1,712 დოლარს უტოლდება.

საერთაშორისო ბირჟაზე ვარდნა ოქროსა და სხვა ძვირფას ლითონებს აიაფებს საქართველოშიც. ფასის შემცირების მთავარ მიზეზად ფედერალური რეზერვისა და ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება სახელდება, რაც რეცესიის რისკს ზრდის და შესაბამისად, ამცირებს ოქროზე მოთხოვნასაც.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close