საზოგადოება

მსოფლიო სურსათზე ფასები უკვე მეხუთე თვეა მცირდება – FAO

მსოფლიო სურსათზე ფასები უკვე მეხუთე თვეა მცირდება - FAO

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, მსოფლიო სურსათის ფასების ბარომეტრი უკვე მეხუთე თვეა, მცირდება ძირითადი საკვები პროდუქტების ფასების კლების ფონზე.

აგვისტოში FAO-ს საერთაშორისო სურსათის ფასის ინდექსმა 138 ქულა შეადგინა, რაც ივლისთან მიმართებით 1.9 პროცენტით ნაკლებია, ხოლო გასული წლის მაჩვენებელზე 7.9%-ით მეტი. ინდექსი ასახავს ძირითადი საკვები პროდუქტის საერთაშორისო ფასების ყოველთვიურ ცვლილებებს.

FAO-ს მარცვლეულის ფასის ინდექსი 1.4%-ით შემცირდა გასულ თვესთან შედარებით. ასეთი ტენდენცია, დიდწილად, ხორბლის საერთაშორისო ფასის 5.1%-იანი კლებით არის გამოწვეული, რაც ჩრდილოეთ ამერიკასა და რუსეთის ფედერაციაში წარმოების გაუმჯობესებულ პერსპექტივებსა და უკრაინის შავი ზღვის პორტებიდან ექსპორტის განახლებას უკავშირდება. ბრინჯის ფასები, ფაქტობრივად, არ შეცვლილა. სხვა სახის მარცვლეულზე გამოცხადებულმა ფასებმა მხოლოდ 0.2 პროცენტით მოიმატა. ამავდროულად, ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში სიმინდის გამყარებული ფასები დაბალანსდა ქერის და სორგოს დაბალი ფასებით, ცხელი, მშრალი სეზონიდან გამომდინარე.

FAO-ს მცენარეული ზეთის ფასის ინდექსი აგვისტოში 3.3%-ით ნაკლები იყო და გასული წლის ამავე პერიოდთან მიმართებაშიც შემცირდა. სოიოს ზეთის მსოფლიო ფასებმა მოიმატა, რაც ნაწილობრივ გამოიწვია წარმოებისთვის ცუდი ამინდების გავლენის გამო წარმოქმნილმა მღელვარებამ, თუმცა სოიოს ზეთის ფასების მატება დაბალანსდა პალმის, მზესუმზირისა და რაფსის ზეთების შემცირებული ფასებით, რაც დაკავშირებულია შემცირებული ექსპორტის გადასახადიდან გამომდინარე ინდონეზიიდან შემოსული პალმის ზეთის რაოდენობრივ ზრდაზე. უკრაინული პორტებიდან მზესუმზირის ზეთის გადაზიდვის ეტაპობრივი განახლებაც პირდაპირ კავშირშია სოიოს ზეთის ფასების ზრდასთან.

FAO-ს რძის პროდუქტების ფასების ინდექსი 2%-ით შემცირდა აგვისტოში. გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი 23.5%-ით არის გაზრდილი. ყველის საერთაშორისო ფასები უკვე მეათე თვეა, რაც მატულობს, თუმცა რძის ფასების ზრდა ახალი ზელანდიიდან გაზრდილი მოწოდების მოლოდინიდან გამომდინარე შემცირდა, მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთ ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში წარმოება შემცირებულია.

FAO-ს ხორცის ფასის ინდექსი ივლისის შემდეგ 1.5%-ით შემცირდა. მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით 8.2 პროცენტით უფრო მაღალია.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close