საზოგადოება

E-Space-ის დამტენების ნაწილი ფასიანი გახდება – ინფორმაცია ელექტრომობილების მძღოლებისთვის

E-Space-ის დამტენების ნაწილი ფასიანი გახდება - ინფორმაცია ელექტრომობილების მძღოლებისთვის

დღეიდან, 1 სექტემბრის დღის 12:00-დან, E-Space-ის დამტენების ნაწილი ფასიანი გახდება. ამის შესახებ თავად კომპანია იტყობინება.

კერძოდ, როგორც E-Space-ში აცხადებენ, ფასიანი იქნება შემდეგი დამტენებით სარგებლობა: ავტოგასამართი სადგური ვისოლი გორის რაიონში (სოფელი ტინისხიდი) და ავტოგასამართი სადგური ვისოლი ზესტაფონის რაიონში (სოფელი არგვეთა).

რაც შეეხება ელექტრომობილების დამტენებით სარგებლობის საფასურის გადახდას, ის შესაძლებელი იქნება ორი მეთოდით: თანხის მითითებით ან სრულად დამუხტვამდე.

“სრულად დამუხტვის არჩევის შემთხვევაში, გაითვალისწინეთ, რომ დამუხტვის დაწყებისას ანგარიშიდან ჩამოგეჭრებათ 10 ლარი. გაუხარჯავი თანხა კი დაგიბრუნდებათ ანგარიშზე იგივე პრინციპით, როგორც ეს ხდება სწრაფი დამტენის მოხმარების შემთხვევაში.

გაფასიანებული დამტენების ჯგუფების შესახებ ინფორმაციას მიიღებთ როგორც სმს-ის სახით, ასევე ჩვენი ფეისბუქ გვერდის საშუალებით.

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ფეისბუქ გვერდის პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 0322 433473”, – იტყობინება E-Space-ი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close