დღის ამბები

„იმის გამო, რომ ქართული ბაზრიდან მოთხოვნა დიდი იყო, შევამცირეთ ექსპორტი“ – გაძვირდება თუ არა „ჰერბიას“ პროდუქცია

„იმის გამო, რომ ქართული ბაზრიდან მოთხოვნა დიდი იყო, შევამცირეთ ექსპორტი“ - გაძვირდება თუ არა „ჰერბიას“ პროდუქცია

„ზაფხულში, ჩვენთვის სარფიანი და მეტად საინტერესო შიდა ბაზარია, ამიტომ მუდმივად ასე ხდება, რომ ექსპორტს ვამცირებთ და ძირითადად, ადგილობრივი მოთხოვნის დაკმაყოფილება ხდება“, – განაცხადა  კომპანია „ჰერბიას“ დირექტორმა, ზურაბ ჯანელიძემ.

მისი თქმით, „ჰერბიას“ პროდუქცია, ბოლო პერიოდში ძირითადად ბულგარეთის ბაზარზე გადის, ხოლო ექსპორტის წილი საერთო წარმოების, დაახლოებით 1%-ია.

„5-6 წლის წინ, იმის გამო, რომ ქართული ბაზრიდან მოთხოვნა დიდი იყო, შევამცირეთ ექსპორტი, რადგან წარმოება ადგილობრივ მოთხოვნასა და ექსპორტს ერთდროულად ვერ დაეწია, ამიტომ პრიორიტეტი ადგილობრივ ბაზარს მივანიჭეთ“, – განაცხადა კომპანიის დირექტორმა.

ზურაბ ჯანელიძემ აღნიშნა, რომ კომპანია ყოველწლიურად გაყიდვებს 30-40%-ით ზრდის. ხოლო, რაც შეეხება ფასებს, „ჰერბია“ უკანასკნელად ერთი წლის წინ გაძვირდა და მას შემდეგ ფასზე ცვლილება არ მომხდარა. „იმის გამო, რომ ენერგო მატარებლებზე იზრდება ფასები და სხვა დამხმარე საჭირო საშუალებებზე, ახლა იძულებულები გავხდებით, ფასებში პატარა კორექტირება შევიტანოთ“, – განაცხადა ზურაბ ჯანელიძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close