საზოგადოება

“ტემპერატურამ შესაძლოა 40 გრადუსს მიაღწიოს, რაც ხანძრის გაჩენის ხელშემწყობ პირობად რჩება” – სააგენტო

"ტემპერატურამ შესაძლოა 40 გრადუსს მიაღწიოს, რაც ხანძრის გაჩენის ხელშემწყობ პირობად რჩება" - სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 სექტემბრამდე საქართველოში მოსალოდნელი ამინდები ხანძრის გაჩენის ხელშემწყობ პირობად რჩება.

“3 სექტემბრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურამ დაბლობში, ბარში და მთიანი რეგიონების ცალკეულ რაიონში შესაძლოა 38, 40 გრადუსს მიაღწიოს.

არსებული და მოსალოდნელი ჰაერის მაღალი ტემპერატურა და გამომშრალი ნიადაგი კვლავ რჩება ხანძრის გაჩენის ხელშემწყობ პირობად”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close