ეკონომიკა

საზღვაო გადაზიდვებით სავაჭრო ბრუნვა იზრდება – ქვეყნები, სადაც ყველაზე მეტ პროდუქტს ვყიდით და ვყიდულობთ

საზღვაო გადაზიდვებით სავაჭრო ბრუნვა იზრდება - ქვეყნები, სადაც ყველაზე მეტ პროდუქტს ვყიდით და ვყიდულობთ

2022 წლის 7 თვეში საზღვაო გადაზიდვებით სავაჭრო ბრუნვა 820 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, წელს, 7 თვეში სატრანსპორტო საშუალებებს შორის, წყლის ტრანსპორტით სავაჭრო ბრუნვამ 3,731 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში – 2,911 მლრდ აშშ დოლარი. საერთო ჯამში, საზღვაო გადაზიდვებზე საქართველოს მთლიანი საგარეო ვაჭრობის 36,6% მოდის. 2022 წლის 7 თვეში საგარეო ვაჭრობის ბრუნვის მოცულობამ 10,188 მლრდ დოლარი შეადგინა.

ამასთან, წელს 7 თვეში საბორნე გადაზიდვებით ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა 1,444 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, წინა წლის იგივე პერიოდში 1,081 მლრდ აშშ დოლარი.

რაც შეეხება იმპორტს, 2022 წლის იანვარ-ივლისში, საზღვაო გადაზიდვებით 2,287 მლრდ აშშ დოლარის პროდუქტი შემოვიდა, 2021 წლის 7 თვეში კი – 1,830 მლრდ აშშ დოლარის.

ტოპ-10 ქვეყანა, სადაც 2022 წლის 7 თვეში საზღვაო ტრანსპორტით ყველაზე მეტი ტვირთი გავიდა:

ჩინეთი – 449,537 მლნ აშშ დოლარი

ბულგარეთი – 226,574 მლნ აშშ დოლარი

აშშ – 184,773 მლნ აშშ დოლარი

უკრაინა – 108,903 მლნ აშშ დოლარი

პერუ – 103,340 მლნ აშშ დოლარი

რუსეთი – 64,201 მლნ აშშ დოლარი

ესპანეთი – 24,301 მლნ აშშ დოლარი

ინდოეთი – 22,785 მლნ აშშ დოლარი

იტალია – 20,772 მლნ აშშ დოლარი

რუმინეთი – 19,359 მლნ აშშ დოლარი

ტოპ-10 ქვეყანა, საიდანაც 2022 წლის 7 თვეში საზღვაო ტრანსპორტით ყველაზე მეტი ტვირთი შემოვიდა:

აშშ – 449,364 მლნ აშშ დოლარი

ჩინეთი – 360,018 მლნ აშშ დოლარი

რუმინეთი – 165,652 მლნ აშშ დოლარი

იაპონია – 137,573 მლნ აშშ დოლარი

ბულგარეთი – 104,391 მლნ აშშ დოლარი

ბრაზილია – 97,220 მლნ აშშ დოლარი

ჩილე – 92,251 მლნ აშშ დოლარი

რუსეთი – 85,002 მლნ აშშ დოლარი

უკრაინა – 67,814 მლნ აშშ დოლარი

ინდონეზია – 64,942 მლნ აშშ დოლარი

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close