საზოგადოება

32 100-ზე მეტი აბიტურიენტი სტუდენტი გახდა, მათგან სახელმწიფო გრანტი 6550-მდე გამოსაცდელმა მოიპოვა

32 100-ზე მეტი აბიტურიენტი სტუდენტი გახდა, მათგან სახელმწიფო გრანტი 6550-მდე გამოსაცდელმა მოიპოვა

დღეს, 12:00 საათზე ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება. აბიტურიენტთა ჩარიცხვისა და გრანტის განაწილების შესახებ ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება.

NAEC-ის დირექტორის, სოფიო გორგოძის განცხადებით, 2022 წელს სწავლის გაგრძელების უფლება სულ 32 100-ზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა. მათგან სახელმწიფო გრანტი 6550-მდე გამოსაცდელმა მოიპოვა, მათ შორის 1000-ზე მეტმა აბიტურიენტმა 100%-იანი გრანტი, 70%-მდე 1500-მდე, 50%-იანი გრანტი კი – 4000-ზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა.

2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში 41 000-ზე მეტი აბიტურიენტი მონაწილეობდა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close